ჯანმო მსოფლიოს მოუწოდებს

„გაუწიეთ რეკომენდაცია იმ მგზავრებს, რომლებიც გადაადგილდებიან საჰაერო ტრანსპორტით“

1930919
ჯანმო მსოფლიოს მოუწოდებს

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ (WHO) ყურადღება გაამახვილა ახალი ტიპის კორონავირუსის (კოვიდ-19) ქვე-ვარიანტის „XBB.1.5“ გავრცელების მაჩვენებელზე და მოუწოდა ყველა ქვეყანას, რეკომენდაცია გაუწიონ საჰაერო ტრანსპორტით მგზავრებს, ატარონ პირბადეები.

ჯანმო-მ აღნიშნა, რომ კოვიდ-19-ის ქვე-ვარიანტი „XBB.1.5“ ევროპაში საგრძნობლად სწრაფი ტემპით ვრცელდება.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის საგანგებო პროგრამების უფროსმა სპეციალისტმა, კეტრინ სმოლვუდმა განაცხადა, რომ ქვეყნებმა მგზავრებს უნდა ურჩიოს პირბადეების ტარება მაღალი რისკის მქონე გარემოში, როგორიცაა გრძელი ფრენები.

მეორეს მხრივ, ჯანდაცვის ოფიციალურმა წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ „XBB.1.5 ყველაზე ინფექციური ქვე-ვარიანტია „ომიკრონის“ შემდეგ, რომელიც ოდესმე გამოვლენილა. გასული კვირის მონაცემებით, აღნიშნული ვარიანტით დაფიქსირებულთა 27,6 პროცენტს შეადგენს ამერიკის შეერთებული შტატების მოსახლეობა.

ჯერჯერობით უცნობია, გამოიწვევს თუ არა აღნიშნული ქვე-ვარიანტი ინფექციების გლობალურ ტალღას.



მსგავსი ინფორმაციები