ილონ მასკი: "ირანში 100 Starlink-ი აქტიურია"
ილონ მასკი: "ირანში 100 Starlink-ი აქტიურია"
1924274

კოსმოსური კვლევის ტექნოლოგიების კომპანია SpaceX-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ილონ მასკმა განაცხადა, რომ დაახლოებით 100 სატელიტური ინტერნეტ ტერმინალი Starlink-ი მუშაობს ირანში.
მასკმა დადო პირობა, რომ შესთავაზებდა სატელიტურ ინტერნეტ სერვისებს სექტემბერში, ირანში ინტერნეტზე წვდომის მზარდი შეზღუდვების საპასუხოდ.
ამ თემაზე სოციალური მედიის პლატფორმა Twitter-ით მასკმა გააზიარა ინფორმაცია, რომ თითქმის 100 Starlink-ი უკვე აქტიურია ირანში.
Starlink-ი მდებარეობს დედამიწიდან რამდენიმე ასეულ კილომეტრში და მომხმარებლებს ინტერნეტს 2000-ზე მეტი პატარა თანამგზავრით აწვდის.
ამ წლის დასაწყისში მასკმა Starlink-ის ტერმინალები უკრაინაში გაააქტიურა, სადაც რუსეთმა ომი დაიწყო.