ილონ მასკი ამბობს, რომ დატოვებს Twitter-ის CEO-ს თანამდებობას

მასკმა, განაცხადა, რომ გადადგება Twitter-ის აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობიდან, როგორც კი აღმოაჩენს ვინმეს საკმარისად „სულელს“კომპანიის მენეჯმენტის გადასაბარებლად

1921745
ილონ მასკი ამბობს, რომ დატოვებს Twitter-ის CEO-ს თანამდებობას

სოციალური მედიის პლატფორმის Twitter-ის ახალმა მფლობელმა, ილონ მასკმა, განაცხადა, რომ გადადგება Twitter-ის აღმასრულებელი დირექტორის (CEO) თანამდებობიდან, როგორც კი აღმოაჩენს ვინმეს საკმარისად „სულელს“კომპანიის მენეჯმენტის გადასაბარებლად.

მასკმა Twitter-ით გაკეთებულ პოსტში თქვა: "როგორც კი ვიპოვი ვინმეს საკმარისად სულელს, რომ ეს სამუშაო აიღოს, დავტოვებ აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობას! ამის შემდეგ, მე მხოლოდ პროგრამული უზრუნველყოფის და სერვერების გუნდებს ვმართავ“.

ელონ მასკმა კვირას წამოიწყო გამოკითხვა იმის შესახებ, გადადგეს თუ არა ის Twitter-ის აღმასრულებელი დირექტორის პოსტიდან და განაცხადა, რომ დაეთანხმება შედეგს.

გამოკითხვაში 17 მილიონ 500 ათასზე მეტმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. გამოკითხვის შედეგების მიხედვით, მონაწილეთა 57,5 ​​პროცენტმა ხმა მისცა მასკის წასვლას, ხოლო 42,5 პროცენტმა დარჩენას.

ამერიკულ პრესაში გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ილონ მასკი აქტიურად ეძებდა Twitter-ის ახალ აღმასრულებელ დირექტორს.


საკვანძო სიტყვები: #ceo , #twitter , #ილონ მასკი

მსგავსი ინფორმაციები