რუსეთში შვეულმფრენის ჩამოვარდნის შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა

რუსეთში, ბურიატიის ავტონომიურ რესპუბლიკაში შვეულმფრენის ჩამოვარდნის შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა

1920047
რუსეთში შვეულმფრენის ჩამოვარდნის შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა

რუსეთში, ბურიატიის ავტონომიურ რესპუბლიკაში შვეულმფრენის ჩამოვარდნის შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა.

ბურიატიის ავტონომიური რესპუბლიკის დედაქალაქ ულან-უდეში, MI-8 ტიპის ვერტმფრენი ბაიკალის აეროპორტში დაშვებისას ცეცხლი წაეკიდა და ჩამოვარდა.

მიუხედავად ყველა ჩარევისა, ვერტმფრენი მცირე დროში სრულად დაიწვა.

ბურიატიის პრეზიდენტმა ალექსეი ციდენოვმა სოციალურ ქსელში განაცხადა, რომ შვეულმფრენში 3 თანამშრომელი დაიღუპა.

„ვერტმფრენი, რომელიც ახლახან გამოვიდა წარმოებიდან, ჯერ არ იყო მიწოდებული მყიდველისთვის და არ იყო გამოყენებაში“. - თქვა ციდენოვმა.

მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.

ვარაუდობენ, რომ ხანძარი შესაძლოა ვერტმფრენის ძრავებმა გამოიწვია.


საკვანძო სიტყვები: #შვეულმფრენი , #ბურიატია , #რუსეთი

მსგავსი ინფორმაციები