ხმელთაშუა ზღვაში სამხედრო წვრთნები ტარდება

ნატოს 12 ქვეყნის მონაწილეობით ხმელთაშუა ზღვაში სამხედრო წვრთნები ტარდება

1879385
ხმელთაშუა ზღვაში სამხედრო წვრთნები ტარდება

ნატოს 12 ქვეყნის მონაწილეობით ხმელთაშუა ზღვაში მიმდინარეობს წვრთნები სახელწოდებით "Dynamic Mariner-Mavi Balina 22".

ნატოს განცხადებით, კრიზისზე რეაგირების სწავლება "Dynamic Mariner, თურქეთის საზღვაო ძალების 12 მოკავშირე ქვეყნის მონაწილეობით მიმდინარე წვრთენბთან "Mavi Balina"-სთან ერთად ტარდება.

ნატოს მოკავშირეთა საზღვაო სარდლობის (MARCOM) ლიდერობით, რომლის შტაბ-ბინა მდებარეობს დიდ ბრიტანეთში, წვრთნები „Dynamic Mariner“,  მიზნად ისახავს ნატოს საპასუხო ძალების საზღვაო ელემენტსა და ნატოს ძალებს შორის ერთობლივი მუშაობის გამოცდას.

წვრთნები, რომელიც 11 სექტემბერს დაიწყო მუღლას მარმარისის რაიონში, აქსაზის საზღვაო ბაზაზე, 22 სექტემბერს დასრულდება.

წვრთნებში წელს უფრო მეტი სამხედრო მონაწილეობს, ვიდრე ადრე.

ნატოს განცხადებაში ნათქვამია: „ჩვენ გავაგრძელებთ მჭიდრო თანამშრომლობას თურქეთთან და სხვა მოკავშირეებთან და პარტნიორებთან აგრესიის შესაჩერებლად და ალიანსის დასაცავად“.

სწავლებაში ნატოს 12 ქვეყნიდან 50 ზედაპირული ელემენტი, 5 წყალქვეშა ნავი, საზღვაო საპატრულო თვითმფრინავი და ვერტმფრენების ჩათვლით 5 საჰაერო ელემენტი და 1500 ჯარისკაცი  მონაწილეობს.

წვრთნებში თურქეთის გარდა ბელგია, ბულგარეთი, კანადა, საფრანგეთი, გერმანია, საბერძნეთი, იტალია, პოლონეთი, რუმინეთი, ესპანეთი და ამერიკის შეერთებული შტატები მონაწილეობენ.



მსგავსი ინფორმაციები