ჩინეთმა დედამიწის ორბიტაზე 5 პატარა თანამგზავრი გააგზავნა

ჩინეთმა დედამიწის ორბიტაზე 5 პატარა თანამგზავრი გააგზავნა ადგილობრივი წარმოების Ceres-1-ის სახელწოდების გადამზიდავი რაკეტით

1744109
ჩინეთმა დედამიწის ორბიტაზე 5 პატარა თანამგზავრი გააგზავნა

ჩინეთმა დედამიწის ორბიტაზე 5 პატარა თანამგზავრი გააგზავნა ადგილობრივი წარმოების Ceres-1-ის სახელწოდების გადამზიდავი რაკეტით.

სააგენტო „სინჰუა“-ს ცნობით, რაკეტა გაშვებული იქნა ჩინეთის ჩრდილოეთით მდებარე განსუს პროვინციის კოსმოდრომიდან.

ინფორმაციის თანახმად, თანამგზავრები გაშვების შემდეგ დაგეგმილ ორბიტალურ მდგომარეობაში განთავსდნენ.

ეს Ceres-1 რაკეტით განხორციელებული მე-2 გაშვება იყო.

პირველი გაშვება მყარი საწვავის მცირე გადამზიდავი რაკეტით, რომელიც შექმნილია პეკინის „შინჰი დონგლის“ კოსმოსური ტექნოლოგიების კორპორაციის მიერ, 2020 წლის 7 ნოემბერს განხორციელდა.

რაკეტას Ceres-1 შეუძლია გადაიტანოს 350 კილოგრამი დედამიწის დაბალ ორბიტამდე მიწიდან 160 კილომეტრში და 270 კილოგრამი მზის სინქრონულ ორბიტამდე 700 კილომეტრის სიმაღლეზე.



მსგავსი ინფორმაციები