კანადაში ბოლო 84 წლის მანძილზე ყველაზე ცხელი ზაფხული დგას

კანადაში ბოლო 84 წლის მანძილზე ყველაზე ცხელი ზაფხული დგას

1666113
კანადაში ბოლო 84 წლის მანძილზე ყველაზე ცხელი ზაფხული დგას

კანადის დასავლეთით გავრცელებული ცხელი ჰაერის ტალღის გამო ქვეყანაში ბოლო 84 წლის მანძილზე ყველაზე ცხელი ზაფხული დგას.

კანადის მეტეოროლოგიური სამსახურის განცხადების მიხედვით, ბრიტანეთის კოლუმბიას შტატში გუშინ შუა დღის შემდეგ დაფიქსირებული 46,1 გრადუსი ტემპერატურა ქვეყანაში დღემდე დაფიქსირებული ყველაზე მეღალი ტემპერატურაა.

კანადის ისტორიაში წინა რეკორდულად მაღალი ტემპერატურა 1937 წლის ივლისში სასკაჩევანში დაფიქსირდა.

ბრიტანული კოლუმბიის შტატში პემბერტონის ხეობაში მაღალი ტემპერატურის გამო თოვლი მოსალოდნელზე უფრო სწრაფად და უფრო ბევრი გადნა, რის გამოც ადიდდა მდინარე და ბევრი სახლიდან მაცხოვრებლების ევაკუაციის გადაწყვეტილება იქნა მიღებული.

კანადის გარემოს დაცვის სამინისტროს მეტეოროლოგებიდან დერეკ ლიმ CBC-სთან საუბარში განაცხადა, რომ ჰაერის ტემპერატურა დღეიდან კიდევ უფრო მოიმატებს და ზოგიერთ რეგიონში 50 გრადუსია მოსალოდნელი.

ბრიტანული კოლუმბიის შტატის დიდ ქალაქებში ჰაერის მაღალი ტემპერატურის უარყოფითი გავლენების საწინააღმდეგოდ გასაგრილებელი ცენტრები გაიხსნა.

შტატში მაღალი ტემპერატურის გამო რესტორნები, საცალო ვაჭრობის მაღაზიები და ზოგიერთი სკოლა დაიხურა, კლინიკებმა კი ახლი ტიპის კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინების გაკეთების გადადება დაიწყეს.


საკვანძო სიტყვები: #ტემპერატურა , #კანადა

მსგავსი ინფორმაციები