თურქეთში პირველი და მეორე დოზით აცრილთა საერთო რაოდენობამ 20 მილიონს გადააჭარბა

თურქეთში პირველი და მეორე დოზით აცრილთა საერთო რაოდენობამ 20 მილიონს გადააჭარბა

1623835
თურქეთში პირველი და მეორე დოზით აცრილთა საერთო რაოდენობამ 20 მილიონს გადააჭარბა

თურქეთში, ახალი ტიპის კორონავირუსთან ბრძოლის ფარგლებში პირველი და მეორე დოზით აცრილთა საერთო რაოდენობამ 20 მილიონს გადააჭარბა.

ჯანდაცვის სამინისტროს პორტალ https://covid19asi.saglik.gov.tr-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, პირველი დოზით აცრილია 12 მილიონ 208 ათას 242 ადამიანი.

მეორე დოზით აცრილთა რაოდენობა კი 7 მილიონ 793 ათას 889-მდე გაიზარდა.

ამგვარად, თურქეთში ვაქცინირებულთა მთლიანმა რაოდენობამ 20 მილიონ 2 ათას 131-ს მიაღწია.

გამოყენებული პირველი და მეორე დოზა ვაქცინების რაოდენობა სტამბოლში 3 მილიონ 175 ათას 5-ია, ანკარაში 1 მილიონ 599 ათას 907, იზმირში კი 1 მილიონ 355 ათას 164.



მსგავსი ინფორმაციები