ოქსფორდის უნივერსიტეტმა „ასტრაზენეკა“-სთან ერთად შექმნილი ვაქცინის ბავშვებზე ცდები შეაჩერა

ოქსფორდის უნივერსიტეტმა, ფარმაცევტულ კომპანია „ასტრაზენეკა“-სთან ერთად შექმნილი ახალი ტიპის კორონავირუსის ვაქცინის ბავშვებზე ცდები შეაჩერა

1616343
ოქსფორდის უნივერსიტეტმა „ასტრაზენეკა“-სთან ერთად შექმნილი ვაქცინის ბავშვებზე ცდები შეაჩერა

ოქსფორდის უნივერსიტეტმა, ფარმაცევტულ კომპანია „ასტრაზენეკა“-სთან ერთად შექმნილი ახალი ტიპის კორონავირუსის ვაქცინის ბავშვებზე ცდები შეაჩერა.

უნივერსიტეტში გაკეთებულ განცხადებაში ნათქვამია: „მიუხედავად იმისა, რომ პედიატრიულ კლინიკურ ტესტებში უსაფრთხოების თაობაზე შეშფოთება არ არსებობს, ახალ პერიოდამდე, (MHRA) ზრდასრულებში თრომბოზი / თრომბოციტოპენიის (სისხლს შედედება) იშვიათი შემთხვევების შესახებ კვლევაზე დამატებით ინფორმაციას ველოდებით.“

უნივერსიტეტის თებერვლის განცხადებაში ნათქვამი იყო, რომ ჩატარდებოდა ცდები, რომელშიც 6-17 წლამდე 3000 მოხალისე მიიღებდა მონაწილეობას.

ინგლისის მედიკამენტებისა და სამედიცინო პროდუქციის მარეგულირებელი ორგანიზაციის ცნობით, ინგლისში 18 მილიონ 100 ათასი ადამიანიდან, რომელიც ოქსფორდ-ასტრაზენეკას ვაქცინით აიცრა, ოცდაათს სისხლის შედედება განუვითარდა, 24 მარტის მონაცემებით მათგან 7 გარდაიცვალა, თუმცა ამჟამად სისხლის შედედების წარმოქმნასა და ვაქცინას შორის კავშირის არსებობის მაჩვენებელი მტკიცებულება არ არსებობს.

ევროპის მედიკამანტების სააგენტომ (EMA) კი გუშინ განაცხადა, რომ „ასტრაზენეკას“ ვაქცინასა და სისლხის შედედებას შორის კავშირი არსებობს, თუმცა მიზეზი ჯერ-ჯერობით დაზუსტებული არ არის.

ევროპის ზოგიერთმა ქვეყანამ შეაჩერა ან შეზღუდა ვაქცინის გამოყენება იმ მოტივით, რომ ის სისხლის შედედებას იწვევს.



მსგავსი ინფორმაციები