სიმსივნის ყველაზე გავრცელებული სახეობა მკერდის კიბოა

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ გამოაცხადა, რომ სიმსივნის ყველაზე გავრცელებული სახეობაა მკერდის კიბო

1577384
სიმსივნის ყველაზე გავრცელებული სახეობა მკერდის კიბოა

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ (WHO) გამოაცხადა, რომ სიმსივნის ყველაზე გავრცელებული სახეობაა მკერდის კიბო.

4 თებერვალს, კიბოს საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით სიტყვით გამოსულმა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის კიბოს ექსპერტმა, ანდრე ილბავიმ განაცხადა: ”მკერდის კიბო პირველად გახდა სიმსივნის ყველაზე გავრცელებული სახეობა.”

ილბავიმ აღნიშნა, რომ ფილტვის კიბო, რომელიც ბოლო 20 წლის განმავლობაში ყველაზე გავრცელებული ტიპის სიმსივნე იყო, მეორე ადგილზეა, ხოლო კოლორექტალური კიბო მესამეზე.

მისივე თქმით, სიმსუქნე არის მნიშვნელოვანი რისკის ფაქტორი მკერდის კიბოსთვის და ის ასევე ერთ-ერთი მიზეზია სიმსივნის სხვა ტიპებისთვის.

ილბავიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ კიბოს მკურნალობა შეფერხდა ახალი ტიპის კორონავირუსის (კოვიდ -19) პანდემიის გამო და შიშობენ, რომ გლობალური მოსახლეობის ზრდასთან ერთად სიცოცხლის ხანგრძლივობა შემცირდება და კიბო კიდევ უფრო გავრცელებული დაავადება გახდება.



მსგავსი ინფორმაციები