კოვიდ-19-ით უფრო მეტად D ვიტამინის ნაკლებ მქონენი ინფიცირდებიან

გამოკვლეულთა 80%-ს, სწორედ D ვიტამინი აკლდათ

1517205
კოვიდ-19-ით უფრო მეტად D ვიტამინის ნაკლებ მქონენი ინფიცირდებიან

 

კოვიდ-19 ინფიცირებული პაციენტების დაახლოებით 80%-ში, D ვიტამინის უკმარისობა გამოვლინდა. ესპანეთში ჩატარებულმა კვლევამ, რომლის შედეგებიც გამოქვეყნდა ჟურნალში "Journal of Clinical Endocrinology & Metabolism", კიდევ ერთხელ გამოავლინა კავშირი D ვიტამინის უკმარისობასა და Kovid-19-ს შორის. დაფიქსირდა, რომ კვლევის ფარგლებში გამოვლენილი 216 კოვიდ-19 პაციენტის 80 პროცენტი, D ვიტამინის ნაკლებობას განიცდიდა და ეს უფრო მეტად გამოხატული იყო მამაკაცებში. ამ კვლევითი ჯგუფის წევრის, კანდაბრიას უნივერსიტეტის დოქტორის, ხოს ჰერნანდესის განცხადებით, ”Covid-19 პაციენტებს, რომლებსაც სისხლში D ვიტამინის ნაკლებობა აქვთ, უნდა ვურჩიოთ ვიტამინი D მიიღონ, რადგან იგი, სასარგებლო გავლენას მოახდენს როგორც კუნთებზე, ასევე ძვლებზე და იმუნურ სისტემაზე“. როგორც ამბობენ, D ვიტამინი ხელს უწყობს იმუნურ სისტემას იმ ინფექციების წინააღმდეგ ბრძოლაში, როგორიცაა გაციება და გრიპი. მეცნიერებმა დაადგინეს, რომ არსებობს ძლიერი კავშირი D ვიტამინის უკმარისობასა და კოვიდ-19–ით დაღუპულთა შორის



მსგავსი ინფორმაციები