ბრიტანეთმა რუსეთი იარაღის მახასიათებლების მქონე ობიექტის კოსმოსში გაგზავნაში დაადანაშაულა

ბრიტანეთმა, რუსეთი სატელიტის ტესტირების დროს იარაღის მახასიათებლების მქონე ობიექტის კოსმოსში გაგზავნაში დაადანაშაულა

1461066
ბრიტანეთმა რუსეთი იარაღის მახასიათებლების მქონე ობიექტის კოსმოსში გაგზავნაში დაადანაშაულა

ბრიტანეთმა, რუსეთი სატელიტის ტესტირების დროს იარაღის მახასიათებლების მქონე ობიექტის კოსმოსში გაგზავნაში დაადანაშაულა.

ბრიტანული Sky News- ის ცნობით, ბრიტანეთი და ამერიკის შეერთებული შტატები  რუსეთის მხრიდან ჩატარებული სატელიტის ტესტირებით ღრმად შეშფოთებული არიან.

ბრიტანეთის კოსმოსური სააგენტოს დირექტორი ჰარვი სმიტი ამტკიცებს, რომ რუსეთმა ტესტირების დროს იარაღის მახასიათებლების მქონე ობიექტი კოსმოსში გაუშვა და მოსკოვი გააფრთხილა დაუყოვნებლივ შეწყვიტოს "უპასუხისმგებლო" ქცევა.

სმიტმა აღნიშნა, რომ მსგავსი ქმედებები ზიანს აყენებს კოსმოსის მშვიდობიან გამოყენებას და იარაღის თვისებების მქონე სატელიტის სამუშაოებმა შეიძლება საფრთხეს შეუქმნას კოსმოსურ სისტემების. მან რუსეთი კოსმოსურ კვლევებში ბრიტანეთთან და მის პარტნიორებთან კონსტრუქციული თანამშრომლობისთვის მიიწვია.



მსგავსი ინფორმაციები