რუსეთი და სომხეთი ერთობლივ წვრთნებს ატარებენ

რუსეთი და სომხეთი ერთობლივ რეგიონალურ საჰაერო თავდაცვის სისტემის წვრთნებს ატარებენ

1460664
რუსეთი და სომხეთი ერთობლივ წვრთნებს ატარებენ

სომხეთის თავდაცვის სამინისტრის პრესსპიკერმა შუშან სტეპანიანმა განაცხადა, რომ რუსეთი და სომხეთი ერთობლივ რეგიონალურ საჰაერო თავდაცვის სისტემის წვრთნებს ატარებენ.

სტეპანიანის მიერ Facebook-ით გაკეთებული განცხადების მიხედვით, დღეს სომხეთში რუსეთთან ერთობლივი საჰაერო თავდაცვის სისტემების წვრთნები დაიწყო და მისი მიზანია "შეიარაღებული და სადაზვერვო უპილოტო საჰაერო აპარატების წინააღმდეგ ბრძოლის მეთოდების გამოკვლევა".

მისი თქმით, წვრთნების დროს შემუშავდება შეიარაღებული უპილოტო საფრენი აპარატების წინააღმდეგ ბრძოლის ახალი მეთოდები.

”წვრთნებში მონაწილეობენ რუსული და სომხური საჰაერო თავდაცვის სისტემების სარდლები, რუსული და სომხური საბრძოლო თვითმფრინავები და სომხეთის არმიის საჰაერო თავდაცვის სისტემის ყველა დანაყოფი.”

წვრთნების დასრულების თარიღის თაობაზე ინფორმაცია არ გავრცელებულა.



მსგავსი ინფორმაციები