ირანში სამხრეთ ხორასანის შემდეგ კიდევ 6 პროვინციას კალიები შეესია

ირანში სამხრეთ ხორასანის შემდეგ კიდევ 6 პროვინციას კალიები შეესია

1408511
ირანში სამხრეთ ხორასანის შემდეგ კიდევ 6 პროვინციას კალიები შეესია

ირანში სამხრეთ ხორასანის შემდეგ კიდევ 6 პროვინციას კალიები შეესია.

საინფორმაციო ვებგვერდის Asriran-ის ცნობით, ირანის მცენარეთა დაცვის ორგანიზაციის პრესსპიკერმა სეიდ რიზა მირმა განაცხადა, რომ სამხრეთ ხორასანის პროვინციის შემდეგ ქვეყნის სამხრეთში მდებარე კიდევ 6 პროვიანცია კალიებს ებრძვის.

„ამ კვირაში ბრძოლა დაიწყო კალიების წინააღმდეგ სამხრეთ ხორასანში, სადაც 150 ჰექტარი მიწის ნაკვეთი შეიწამლა. მთლიანად შეწამვლა განხორციელდა 133 ათას 210 ჰექტარ მიწის ნაკვეთზე სისსტან-ბელუჩისტანის, ჰურმაზგანის, ბუშერის, ფარსის, ჰუზისტანისა და კირმანის პროვინციებში.“-აღნიშნა მირმა.

მისივე თქმით, კალიები ირანს საუდის არაბეთიდან, გაერთიანებული არაბული საემიროებიდან, ომანიდან, ქუვეითიდან და კატარიდან შეესია.


საკვანძო სიტყვები: #კალიები , #ირანი

მსგავსი ინფორმაციები