ჩინეთში კორონავირუსის გამო დაღუპულთა რაოდენობა 80-მდე გაიზარდა

ჩინეთში ახალი ტიპის კორონავირუსის (2019-nVoC) გამო დაღუპულთა რაოდენობა 80-მდე გაიზარდა

1348010
ჩინეთში კორონავირუსის გამო დაღუპულთა რაოდენობა 80-მდე გაიზარდა

ჩინეთში ახალი ტიპის კორონავირუსის (2019-nVoC) გამო დაღუპულთა რაოდენობა 80-მდე გაიზარდა.

ჯანდაცვის ეროვნული კომისიის მიერ გაკეთებულ განცხადებაში ნათქვამია, ტიბეტის ავტონომიური რეგიონის გარდა ყველა შტატში, ავტონომიურ რეგიონში და სპეციალურ ადმინისტრაციულ რეგიონში გავრცელებული კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 2744-მე გაიზარდა და მათგან 461-ის მდგომარეობა მძიმეა.

გარდა ამისა, 8 შემთხვევა დაფიქსირდა ჰონგ-კონგში, 5 მაკაოში და 4 ტაივანში.

ვირუსის შესაძლო დაავადებულთა რიცხვი 5 ათას 794, ხოლო იმ პირთა რაოდენობა, რომლებსაც კონტაქტი ჰქონდათ დაინფიცირებულ ადამიანებთან, რის გამოც დაკვირვების ქვეშ არიან, 30 ათას 453-ია.

ეპიდემიით დაავადებულთაგან დღემდე 51 ადამიანი გამოჯანმრთელდა და გაწერილი იქნა საავადმყოფოდან.

ეპიდემიის გამო ხუბეიში 76, ჰინანში, შანხაიში, ჰეილონგსინგში და ჰიბეიში თითო-თითო ადამიანი დაიღუპა.

ეპიდემიით დაზარალებული შტატებში ყველაზე მეტი 1423 დაინფიცირების შემთხვევა ჰუბეიში დაფიქსირდა, დედაქალაქ პეკინში 68, შანხაიში კი 53 ადამიანი დაავადდა.

მეორეს მხრივ, ჩინეთის პრემიერ-მინისტრის ლი კიჩიანის ხელმძღვანელობით შეკრებილმა სახელმწიფო საბჭომ გამოაცხადა, რომ საგაზაფხულო დღესასწაული არდადეგები, რომელიც 31 იანვარს სრულდება, 3 თებერვლამდე გაგრძელდება, ხოლო სკოლის სემესტრის არდადეგების გაგრძელების თაობაზე ზომები გატარდება.

შეხვედრაზე გაკეთდა მოწოდება ქვეყანაში ადამიანების მოძრაობის შემცირების მიზნით მხარდაჭერილი იქნას ისეთი ზომები როგორიცაა ონლაინ სამუშაო მოდელი.

მას შემდეგ, რაც ვირუსის გამოვლენა მოხდა ჰუბეის პროვინციის ქალაქ ვუხანში, პროვინციის ზოგიერთ ქალაქში საზოგადოებრივი ტრანსპორტირების მომსახურება შეჩერდა. გუანგდონგისა და ციანგის პროვინციებში, სადაც მთლიანობაში 150 მილიონი ადამიანი ცხოვრობს, სავალდებულო გახდა ნიღბის ტარება.

ქალაქებში პეკინში, შანხაიში, ტიანციანსა და შიანში აკრძალულია საქალაქთაშორისო ავტობუსების შესვლა და გასვლა.

მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში ბოლო პერიოდში სერიოზულად გაიზარდა ეპიდემიის გავრცელების და დაღუპულთა რიცხვი, ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა ჯერ არ არსებობს.

უცნობია, რა დონეს მიაღწევს ქვეყანაში ეპიდემია. ვარაუდობენ, რომ ეპიდემია ვუხანის დაკეტილი ჰუანანის ზღვის პროდუქტების ბაზრიდან გავრცელდა.


საკვანძო სიტყვები: #კორონავირუსი , #ჩინეთი

მსგავსი ინფორმაციები