ვაშინგტონმა კოსმოსური ძალები შექმნა

ეს ახალი სარდლობა დღეს საღამოს დაკომპლექტდება

1327334
ვაშინგტონმა კოსმოსური ძალები შექმნა

 

აშშ-ის კოსმოსური ძალები,  როგორც მე-6 მთავარი სამხედრო ძალა, დღეს ოფიციალურად შეიქმნა. როგორც განაცხადა აშშ-ის ახალი, კოსმოსური ძალების მეთაურმა, არმიის გენერალმა ჯ. რეიმონდმა, ამ საღამოს 16 ათას სამხედრო და სამოქალაქო პერსონალს სამუშაოდ კოსმოსურ ძალებში გადაიყვანენ და ასე დაკომპლექტდება ეს ახალი ძალა. 1986 წელს აშშ-ის არმია, თავდაცვის სამინისტროს რეორგანიზაციის შესაბამისად, დაიყო ორ დაჯგუფებად, "მთავარი სამხედრო სამსახურის ძალებად" და "გაერთიანებულ საბრძოლო სამეთაუროდ". აქედან პირველი დაჯგუფება პასუხისმგებელია სამხედროების წვრთნებისა და საორგანიზაციო საქმიანობების შესრულებისთვის, ხოლო მეორე დაჯგუფება პასუხისმგებელია ომებსა და ოპერაციებზე. აშშ-ს არმია აქამდე დაყოფილი იყო ხუთ მთავარ, სახმელეთო, საჰაერო, საზღვაო, საზღვაო ქვეითების  და სანაპირო დაცვის სამეთაუროდ,  ხოლო ახლა კი მას მე-6 სამეთაუროს სახით, კოსმოსური ძალების სარდლობაც დაემატა



მსგავსი ინფორმაციები