მზის სრული დაბნელება არგენტინასა და ჩილეში იხილეს

მზის სრული დაბნელება სამხრეთ ამერიკის ქვეყნებში არგენტინასა და ჩილეში იხილეს

1229531
მზის სრული დაბნელება არგენტინასა და ჩილეში იხილეს

მზის სრული დაბნელება სამხრეთ ამერიკის ქვეყნებში არგენტინასა და ჩილეში იხილეს.

არგენტინაში მზის დაბნელება ადგილობრივი დროით დაახლოებით 16.30 საათზე დაიწყო, ორი საათი გაგრძელდა და მასზე დაკვირვება შესაძლებელი გახდა სან ხაუნის, ლა რიოხას, სან ლუისის, კორდობას, სანტა ფესა და ბუენოს აირესის შტატებიდან.

სან ხუანის შტატში, საიდანაც ყველაზე კარგად იყო შესაძლებელი მზის დაბნელების ხილვა, მსოფლიოს სხვადასხვა ადგილებიდან დაახლოებით 15 ათასი ადამიანი ჩავიდა.

მზის დაბნელების ხილვა ჩილეს ყველა რეგიონიდან იყო შესაძლებელი და ამისათვის ქვეყნის ჩრდილოეთში მდებარე კოკიმბოს რეგიონში 140 ათასი ტურისტი ჩავიდა.

ჩილეში მზის დაბნელების სანახავად ბევრი ცნობილი ადამიანი ჩავიდა, მათ შორის იყო Microsoft-ის დამაარსებელი ბილ გეითსი.

მზის ბოლო დაბნელება ბოლოს 2017 წლის აგვისტოში მოხდა და მასზე დაკვირვება აშშ-დან და სამხრეთ ამერიკის ზოგიერთი ქვეყნიდან იყო შესაძლებელი.


საკვანძო სიტყვები: #არგენტინა , #ჩილე , #მზის დაბნელება

მსგავსი ინფორმაციები