ჩრდილოეთ კორეამ აღმოსავლეთის მიმართულებით ორი რაკეტა გატყორცნა

ჩრდილოეთ კორეამ დედაქალაქ ფხენიანის დასავლეთით მდებარე რეგიონიდან აღმოსავლეთის მიმართულებით რაკეტა გატყორცნა

1198397
ჩრდილოეთ კორეამ აღმოსავლეთის მიმართულებით ორი რაკეტა გატყორცნა

ჩრდილოეთ კორეამ დედაქალაქ ფხენიანის დასავლეთით მდებარე რეგიონიდან აღმოსავლეთის მიმართულებით რაკეტა გატყორცნა.

საინფორმაციო სააგენტო „იონჰაპ“-ის ცნობით, სამხრეთ კორეის გაერთიანებულ შტაბში გაკეთებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ჩრდილოეთ კორეამ „დღეს ადგილობრივი დროით 16.30 საათზე ჩრდილოეთ ფხენიანის რეგიონიდან აღმოსავლეთის მიმართულებით რაკეტა გატყორცნა.“

განცხადების მიხედვით, ჩრდილოეთ კორეამ მოკლე რადიუსიანი 2 რაკეტა გატყორცნა და რაკეტებმა რიგრიგობით 420 და 270 კილომეტრი დაფარეს.

აქვე ნათქვამია, რომ სამხრეთ კორეელი და ამერიკელი უფლებამოსილები გამოცდისა და რაკეტების შესახებ უფრო მეტი ინფორმაციის მოპოვებას ცდილობენ.

ფხენიანმა 4 მაისს აღმოსავლეთ ზღვის (იაპონიის ზღვის) მიმართულებით ერთზე მეტი მოკლე რადიუსიანი რაკეტა გაუშვა

ჩრდილოეთ კორეის ოფიციალური საინფორმაციო სააგენტო KCNA-ს ცნობით, ქალაქ ვონსანში ჩატარებულ ტესტირებას ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინიც ესწრებოდა.


საკვანძო სიტყვები: #ჩრდილოეთ კორეა , #რაკეტა

მსგავსი ინფორმაციები