თურქეთის ახალი მოიერიშე ვერტმფრენი

რიგით მე-14 თავდაცვის მრეწველობის საერთაშორისო გამოფენა (IDEF'19) სტამბოლში 30 აპრილს გაიხსნება და 3 მაისამდე გაგრძელდება

1192017
თურქეთის ახალი მოიერიშე ვერტმფრენი

თავდაცვის მრეწველობის საერთაშორისო გამოფენაზე (IDEF'19) წელს საზოგადოებაში Atak-2-ის სახელით ცნობილი თურქული მძიმე კლასის მოიერიშე ვერტმფრენი პირველად იქნება წარმოდგენილი.

ვერტმფრენი გამოფენაზე ადგილობრივი საბრძოლო მასალების მაკეტებით აღჭურვილი გამოიფინება.

მძიმე კლასის მოიერიშე ვერტმფრენის პროექტი, თურქეთის შეიარაღებული ძალების ამ სფეროში არსებული საჭიროების კუთხით იქნა დაწყებული.

პროექტით დიდი რაოდენობით სასარგებლო ტვირთის გადამზიდი, რთული გარემო ფაქტორებისადმი მდგრადი, მოწინავე ტექნოლოგიით სამიზნის დაკვირვების და ვიზუალიზაციის, ელექტრონული ომის, ნავიგაციის, კომუნიკაციის და იარაღის სისტემებით აღჭურვილი, მანევრირების მაღალი უნარის და პერფორმანსის მქონე, ეფექტური და შემაკავებელი მოიერიშე ვერტმფრენის შექმნა და წარმოება იგეგმება.

რიგით მე-14 თავდაცვის მრეწველობის საერთაშორისო გამოფენა (IDEF'19) სტამბოლში 30 აპრილს გაიხსნება და 3 მაისამდე გაგრძელდება.



მსგავსი ინფორმაციები