კონგოში ებოლას ეპიდემიის გამო დაღუპულთა რიცხვი 198-მდე გაიზარდა

ვირუსით დაავადებული 126 ადამიანი კი გამოჯანმრთელდა

1097853
კონგოში ებოლას ეპიდემიის გამო დაღუპულთა რიცხვი 198-მდე გაიზარდა

კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში ივლისის თვიდან დღემდე ებოლას ეპიდემიით დაღუპულთა რაოდენობა 198-მდე გაიზარდა, ვირუსით დაავადებული 126 ადამიანი კი გამოჯანმრთელდა.  

ამასთანავე ჰემორაგიულ შემთხვევად მიჩნეული, თუმცა დაუზუსტებელი ებოლას ვირუსით გამოწვეული 47 გარდაცვალების შემთხვევაა დაფიქსირებული

პირველად 1967 წელს კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში გავრცელებულმა ებოლას ვირუსმა 2013 წელში დასავლეთ აფრიკაშიც იჩინა თავი.

2014 წლიდან 2017 წლამდე გვინეაში, ლიბერიასა და სიერა ლეონეში 11 ათასზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა.



მსგავსი ინფორმაციები