საფრანგეთი 14 ბირთვული სადგურს დახურავს

ამჟამად მოქმედ 58 სადგურის რაოდენობას 44-მდე დაიყვანენ

1096004
საფრანგეთი 14 ბირთვული სადგურს დახურავს

 

როგორც განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა, ისინი ქვეყანაში მოქმედ 14 ბირთვულ ელექტროსადგურს ეტაპობრივად დახურავენ და ამჟამად არსებული 58 ბირთვული ელექტროსადგურების რაოდენობას, 2035 წლამდე 44-მდე შეამცირებენ.

მისივე თქმით, 2022 წლამდე, ე.ი. მისი საპრეზიდენტო ვადის დასრულებამდე მხოლოდ ერთს, Fessenheim-ის ბირთვული სადგურს დახურავენ.

მაკრონმა ასევე განაცხადა, რომ ისინი მთლიანად უარს ვერ იტყვიან ბირთვული ენერგიის გამოყენებაზე, ხოლო ამის პარალელურად ეცდებიან პროვაიდერების რაოდენობის გაზრდას, რომლებითაც უზრუნველყოფენ ელექტროენერგიის ტრანზიტს სხვა ქვეყნებში.



მსგავსი ინფორმაციები