ირანმა საკუთარი გამანადგურებელი აწარმოა

“თუ აშშ-ი ირანზე თავდასხმას მოახდენს, ეს მას მეტად ძვირად დაუჯდება"

1035838
ირანმა საკუთარი გამანადგურებელი აწარმოა

 

ირანის პრეზიდენტმა ჰასან როჰანიმ განაცხადა, რომ მეზობელ და მეგობარ თურქეთთან თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის ფარგლებში, შეიძლება ერთობლივად აწარმოონ სამხედრო თვითმფრინავები.

ეს განცხადება როჰანიმ თეირანში, სამამულე წარმოების გამანადგურებლის, "Kevser"-ის პრეზენტაციაზე, აშშ-ს მხრიდან ზოგიერთ ქვეყნებზე დაწესებული ეკონომიკური სანქციების შეფასებისას გაავრცელა.

მისივე თქმით, მეზობელ და მეგობარ ქვეყნებთან, თურქეთთან და პაკისტანთან თავდაცვის სფეროში  შეუძლიათ აქტიურად ითანამშრომლონ და გამანადგურებელთან ერთად ასევე სხვა სამხედრო იარაღებიც აწარმოონ.

"აშშ-ი მსოფლიოში ყველაზე არა სანდო სახელმწიფოა, მან კარგად იცის, რომ თუ ირანზე თავდასხმას მოახდენს, ეს მას მეტად ძვირად დაუჯდება", განაცხადა როჰანიმ.

ირანის მხრიდან წარმოებული გამანადგურებელი “ქევსერი“,  იყენებს ავიონიკასა და ადგილობრივ სისტემებს, გააჩნია HUD-ის ინდიკატორები, მრავალჯერადი რადარები, გონიერი რუკების წაკითხვის შესაძლებლობები და ორი კაბინა



მსგავსი ინფორმაციები