დღეს უმაღლესი სამხედრო საბჭოს შეკრება იმართება

საპრეზიდენტო სისტემაზე გადასვლის შემდეგ პირველი უმაღლესი სამხედრო საბჭოს შეკრება დღეს იმართება

1024876
დღეს უმაღლესი სამხედრო საბჭოს შეკრება იმართება
erdogan yas anitkabir1.jpg

საპრეზიდენტო სისტემაზე გადასვლის შემდეგ პირველი უმაღლესი სამხედრო საბჭოს შეკრება დღეს იმართება.

პრეზიდენტის რეზიდენციაში შეხვედრის დაწყებამდე პრეზიდენტ ერდოღანის თავმჯდომარეობით საბჭოს წევრებმა ანითქაბირი (ათათურქის რესპუბლის დამაარსებლის ათათურქის საფლავი) მოინახულეს.  

ერდოღანმა ათათურქის საფლავი გვირგვინით შეამკო და პატივი მიაგო მის ხსოვნას.

მან ასევე ჩანაწერი გააკეთა ანითქაბირის სპეციალურ წიგნში და იმედი გამოთქვა, რომ საპრეზიდენტო სისტემის პირველი უმაღლესი სამხედრო საბჭოს შეკრება სიკეთის მომტანი იქნება თურქი ერისა და თურქეთის შეიარაღებული ძალებისთვის.

მან ასევე გამოთქვა რწმენა, რომ ახლა, როდესაც რეგიონალურ და გლობალურ დონეზე კრიტიკული მოვლენები ვითარდება, ფეტულაჰის ტერორგანიზაციის და სეპარატისტული ტერორგანიზაცია PKK-ს თაოსნობით ეროვნული უსაფრთხოებისათვის საფრთხის შემქმნელი ყველა ტერორგანიზაციის წინააღმდეგ ბრძოლაში ეს შეკრება თურქეთს კიდევ უფო გააძლიერებს.


საკვანძო სიტყვები: #უმაღლესი სამხედრო საბჭო

მსგავსი ინფორმაციები