იემენში ქოლერას საწინააღმდეგო ვაქცინაციის კამპანია დაიწყო

იემენში, ადენის პროვინციაში, ქოლერას საწინააღმდეგო ვაქცინაციის კამპანია დაიწყო

965266
იემენში ქოლერას საწინააღმდეგო ვაქცინაციის კამპანია დაიწყო

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ იემენში, სადაც უკვე დიდი ხანია სამოქალაქო ომი გრძელდება, დროებით დედაქალაქ ადენის პროვინციაში ქოლერას საწინააღმდეგო ვაქცინაციის კამპანია დაიწყო.

მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაციის Twitter-ის ოფიციალურ გვერდზე გაკეთებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ადენის პროვინციის ოთხ ქალაქში, სადაც ყველაზე მეტადაა გავრცელებული ქოლერა, გუშინ დაწყებული ვაქცინაციის კამპანიის ფარგლებშიო 350 ათასი ადამიანისათვის ვაქცინის გაკეთებას გეგმავენ.

განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ კამონია 10 მაისამდე გაგრძელდება.

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ანგარიშის მიხედვით, 2017 წლის აპრილიდან ქვეყანაში ქოლერას ეპიდემიის შედეგად 2200 ადამიანი დაიღუპა და სავარაუდოდ, ეპიდემიით 1 მილიონი ადამიანია დაავადებული.

ქვეყანაში მოსახლეობის 60% პირველადი ჯანდაცვის მომსახურებით ვერ სარგებლობს და საავადმყოფოების და სამედიცინო პუნქტების მსგავსი ცენტრების 50% ან დახურულია ან ნაწილობრივ ფუნქციონირებს.  



მსგავსი ინფორმაციები