თურქული სამხედრო თვითმფრინავი რუსეთის ცაში იფრენს

ეს იქნება საკონტროლო ფრენა

741006
თურქული სამხედრო თვითმფრინავი რუსეთის ცაში იფრენს

როგორც განაცხადა რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ბირთვული რისკების შემცირების ცენტრის დირექტორმა სერგეი რიჟკოვმა, თურქეთის შეიარაღებული ძალების კუთვნილი CN-235 ტიპის სამხედრო თვითმფრინავი 29 მაისიდან 2 ივნისამდის საკონტროლო ფრენებს განახორციელებს რუსეთის საჰაერო სივრცეში და მასში თურქი, რუსი და ნორვეგიელი სამხედრო ექსპერტ-დამკვირვებლები იქნებიან.

ეს ფრენა მიღწეულ შეთანხმებაზე დაყრდნობით როგორც განსაზღვრული პარამეტრების კატეგორიულ დაცვას, ასევე დაკვირვებების მიზნით მოწყობილი ყველანაირი საფრენი აპარატების ფრენების გაკონტროლებასაც ითვალისწინებს.

რიჟკოვის თქმითვე ეს თურქული თვითმფრინავი იარაღით აღჭურვილი არ არის.  

“ღია ცის შესახებ შეთანხმების“  ფარგლებში რუსეთის თვითმფრინავმა კი თურქეთის საჰაერო სივრცეში საკონტროლო ფრენა მიმდინარე წლის 27 თებერვლიდან 3 მარტამდე განახორციელა. “Antonov An-30B“ ტიპის რუსულ თვითმფრინავში რუსებთან ერთად დამკვირვებლებად მასში თურქი სპეციალისტებიც ისხდნენ და ერთობლივად განახორციელეს ფრენა

 



მსგავსი ინფორმაციები