მარადიული ახალგაზრდობის ელექსირი მზადაა

იგი თაგვებზე წარმატებით გამოსცადეს

699924
მარადიული ახალგაზრდობის ელექსირი მზადაა

სამეცნიერო ჟურნალ "Cell"-ის მიხედვით, ჰოლანდიის ერასმუსის სახელობის უნივერსიტეტის მეცნიერ-მკვლევარებმა თაგვებზე წარმატებით გამოსცადეს წამალი, რომელიც ხელს უშლის ორგანიზმის დაბერებას.

სტატიაში წერია, რომ ასაკოვანი ადამიანების ქსოვილში დაბერებული უჯრედების თანდათანობით დაგროვება, ართრიტის (ორგანიზმის მიერ წარმოებული სახსრებში ანთებითი პროცესი) და დიაბეტის (შაქარი) დაავადებებს წარმოშობს რა,  ამ უჯრედებს კლავს და დაბერებას აჩერებს სწორედ ჰოლანდიელი მეცნიერების მიერ გამოგონილი ე.წ. ახალგაზრდობის ელექსირი, რომელშიც, დაბერებულ უჯრედებში თვითგანადგურების გამღვიძებელი პეპტიდის ნივთიერება არსებობს.

მართლაც და, ელექსირ მიცემული ასაკოვანი თაგვების ერთის მხრივ ფიზიკური გამძლეობა გაიზარდა, ხოლო მეორეს მხრივ სარბენ ბორბალში მათ უფრო მეტი დროის გატარება დაიწყეს და ადრინდელზე ორჯერ უფრო მეტხანს დარჩნენ მასში.

გარდა ამისა,  ელექსირ მიცემული თაგვების შინაგანი ორგანოების მოქმედებაც უფრო გააქტიურდა  და მათ ბეწვებშიც აშკარა, თვალ შესახები გაუმჯობესება დაფიქსირდა. მკვლევარების აზრით, ჰოლანდიელების წამალი ძალზედ ეფექტური იქნება სიმსივნის წინააღმდეგ ბრძოლაშიც. უახლოეს დღეებში ამ პრეპარატს ადამიანებზეც გამოცდიან



მსგავსი ინფორმაციები