WikiLeaks-მა ახალი დოკუმენტები გამოაქვეყნა

“CIA ფრანკბურთის საკონსულოს ჰაკერული მიზნებისათვის იყენებდა“

686922
WikiLeaks-მა ახალი დოკუმენტები გამოაქვეყნა

სკანდალური ინფორმაციების გამოქვეყნებით განთქმულმა საერთაშორისო საინტერნეტო ორგანიზაცია WikiLeaks-მა აშშ-ს ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს (CIA) არქივად წოდებული "Vault 7"-ის სახელწოდების ახალი საიდუმლო დოკუმენტები გამოაქვეყნა და მისი მიხედვით CIA-ს ერთ ერთი საიდუმლო განყოფილება გერმანიის ქალაქ ფრანკბურთში მოქმედ  ამერიკის საკონსულოს ევროპაში, ჩინეთში, ახლო აღმოსავლეთში და აფრიკაში განსახორციელებელი ჰაკერული მიზნებისათვის იყენებდა რა, იქვე ჩამოთვლილია გამოყენებული აპარატ-მოწყობილობების და მეთოდების სიაც.

ვიკილექსის მხრიდან გამოქვეყნებული არქივის პირველი ნაწილი “year zero"-დ (წელი ნულოვანი) იწოდება და მასში 8761 დოკუმენტი შედის, რომლებითაც მტკიცდება, რომ CIA-მ კიბერ თავდასხმები განახორციელა Apple-ს, Google-ს და Microsoft-ის პროდუქციებზე, ხოლო Samsung-ის მარკის ტელევიზორები კი საიდუმლო მიკროფონებად გამოიყენა.

გარდა ამისა, მათივე მხრიდან ისმინება მობილურები და კომპიუტერებიც. მოკლედ, ამ ახალი დოკუმენტებით,  CIA-მ 5 ათასზე მეტი კიბერ თავდასხმა განახორციელა, რომელთა მოცულობა  Facebook-ის და სხვა კომპიუტერულ პროგრამებზე უფრო მეტია.

ჯერ ჯერობით არ არის დამტკიცებული ამ დოკუმენტების ავთენტურობა



მსგავსი ინფორმაციები