ინდოეთმა კოსმოსში ერთდროულად 104 თანამგზავრი გატყორცნა

ამით ინდოეთმა რუსეთის რეკორდი მოხსნა

672851
ინდოეთმა კოსმოსში ერთდროულად 104 თანამგზავრი გატყორცნა

ინდოეთმა კოსმოსში ერთდროულად 104 თანამგზავრის გაგზავნით ამ სფეროში რეკორდი დაამყარა.

ინდური კოსმოსური კვლევითი ორგანიზაციის (ISRO) განცხადებით,  შიჰარიკოტას კოსმოსური სადგურიდან გატყორცნილი რაკეტით, მასით 10 კგ-ზე ნაკლები წონის ნანო რაკეტებიუკვე  ორბიტაზე გავიდნენ.

ამავე ცნობით რაკეტაზე არსებული თანამგზავრებიდან 96 აშშ-ს ეკუთვნის, დანარჩენები კი გაერთიანებულ არაბულ საემირატოს, ისრაელს, ჰოლანდიას, შვეიცარიას და ყაზახეთს.

ერთდროულად 104 თანამგზავრის გატყორცნით ინდოეთმა მოხსნა რუსეთის რეკორდი, რომელმაც 2014 წელს ერთდროულად 37 თანამგზავრი გატყორცნა.

ინდოეთის პრემიერმინისტრმა ნარენდრა მოდიმ სოციალური ქსელით გავრცელებულ განცხადებაში მიულოცათ და წარმატებები უსურვათ ინდოელ მეცნიერებს



მსგავსი ინფორმაციები