სამი კოსმონავტი მშვიდობიანად დაბრუნდა დედამიწაზე

მათ 115 დღე დაჰყვეს საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე

599888
სამი კოსმონავტი მშვიდობიანად დაბრუნდა დედამიწაზე

მიმდინარე წლის 7 ივლისს საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე გაგზავნილი რუსი, იაპონელი და ამერიკელი კოსმონავტები ანატოლი ივანშინი, ტაკუია ონიში და კატე რუბინსი, რომლებმაც 115 დღე დაჰყვეს ამ სადგურზე, მშვიდობიანად დაბრუნდნენ დედამიწაზე.

ყაზახეთის ქალაქ ჯეზკაზგანის მახლობლად დაშვებული ეს კოსმონავტები მათი ჯანმრთელობის კონტროლის და აკლიმატიზაციის მიზნით ამ ქალაქის ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.

მარტის თვეში გაფრენილი ეს კოსმონავტები საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე შეუერთდნენ ორი რუსი და ერთი ამერიკელი კოსმონავტების, ალექსეი ოვჩინინის, ოლეგ სკრიპოჩკას და ჯეფ უილიამსის ეკიპაჟს, რომლებიც საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე კიდევ 4 თვეს დარჩებიან 



მსგავსი ინფორმაციები