NASA-მ Europa-ზე წყლის ორთქლის არსებობა დააფიქსირა

უფრო ადრე ასეთი მოვლენა სატურნის თანამგზავრ Enceladus-ზე დაფიქსირდა

578147
NASA-მ Europa-ზე წყლის ორთქლის არსებობა დააფიქსირა

აშშ-ს ეროვნული აერონავტიკისა და კოსმოსური კვლევის ცენტრმა NASA-მ Hubble-ს ტელესკოპით იუპიტერის თანამგზავრ Europa-ზე განხორციელებული  კვლევის შედეგები გამოაცხადა და მისი მიხედვით იუპიტერის თანამგზავრ Europa-ზე სავარაუდოდ, წყლის ორთქლის არსებობა დადგინდა.

იუპიტერის ამ თანამგზავრს ყინულით დაფარული სამხრეთ პოლუსი გააჩნია და თუ დამტკიცდება მასზე წყლის ორთქლის არსებობა, მაშინ, Europa მზის სისტემაში მეორე აქტიური თანამგზავრი გახდება.

უფრო ადრე წყლის ორთქლის არსებობა დაფიქსირდა სატურნის თანამგზავრ Enceladus-ზე



მსგავსი ინფორმაციები