ფხენიანმა ახალი რაკეტა გამოსცადა

რაკეტა იაპონიის საზღვრის მახლობლად დაეცა

558538
ფხენიანმა ახალი რაკეტა გამოსცადა

სამხრეთ კორეის არმიის განცხადებით ჩრდილოეთ კორეამ აშშ-ს და სამხრეთ კორეის ერთობლივი სამხედრო წვრთნების საპასუხოდ მორიგი რაკეტა გამოსცადა.

ამავე ცნობით ფხენიანმა ეს რაკეტა ქალაქ სინპოს მახლობელ ღია წყლებში მცურავი წყალქვეშა გემიდან განახორციელა და 500 კმ-ის მანძილიანი რაკეტა იაპონიის საჰაერო თავდაცვის რეგიონის საზღვრის მახლობლად დაეცა.

ჩრდილოეთ კორეის ხელისუფლების განცხადებით ეს სარაკეტო ცდა სამხრეთ კორეის მხრიდან ჩრდილოეთ კორეაში შესაძლო შეჭრის წინააღმდეგ არის მიმართული.

ექსპერტების აზრით კი ფხენიანის ასეთი ცდები საფრთხეს უქმნის რეგიონის მშვიდობა-სტაბილურობას



მსგავსი ინფორმაციები