შემცივნება შესაძლოა „გადამდები" იყოს

აღმოჩნა, რომ ადამიანის დანახვა, რომელსაც სცივა, თბილ გარემოშიც კი სიცივის გრძნობას იწვევს.

185111
შემცივნება შესაძლოა „გადამდები" იყოს

აღმოჩნა, რომ ადამიანის დანახვა, რომელსაც სცივა, თბილ გარემოშიც კი სიცივის გრძნობას იწვევს.

ინგლისში მდებარე Sussex-ის სამედიცინო ფაკულტეტის მკვლევარებმა მონაწილეებს აჩვენეს 8 კადრი, რომლებზედაც ასახული იყო თბილ და ცივ წყალში ხელების ჩამშვები ადამინები. ამავდროულად კი მონაწილეთა ხელის ტემპერატურა გაზომეს.

იმ მონაწილეთა ხელის ტემპერატურა, რომლებმაც ნახეს, როგორ ჩაუშვეს ადამიანებმა ხელები ცივ წყალში, სწრაფად დაეცა, ხოლო იმ მონაწილეთა ხელის ტემპერატურა კი რომლებმაც თბილ წყალში ხელის ჩამშვები ადამიანები ნახეს, არ შეცვლილა.

მკვლევარებიდან, დოქტორმა ნაილ ჰარისონმა, განაცხადა, რომ ეს გაუთვითცნობიერებელი ფსიქოლოგიური ცვლილება შესაძლოა თანაგრძნობიდან გამომდინარეობდეს და ამგვარად პირისპირ მყოფი ადამიანის გრძნობები უკეთესად შეიგრძნობა. ეს ვითარება კი აჩვენებს, რომ ადამიანების ერთად ყოფნა უფრო ადვილ და მშვიდ ცხოვრებას უზრუნველყოფს. 

კვლევების შედეგები ჟურნალ "Plos One"-ში გამოქვეყნდა.


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები