„ირანის ყველა ბირთვული სამუშაოს მშვიდობიან მიზნებზე საუბარი შეუძ

„ირანის ყველა ბირთვული სამუშაოს მშვიდობიან მიზნებზე საუბარი შეუძლებელია“

137453
„ირანის ყველა ბირთვული სამუშაოს მშვიდობიან მიზნებზე საუბარი შეუძ

საერთაშორისო ატომური ენერგიის სააგენტოს დირექტორმა იუკია ამანომ თეირანის ბირთვული საქმიანობის საკითხზე, საერთაშორისო საზოგადოების მოთხოვნის საფუძველზე გარანტიების არ წარმოდგენის გამო აღნიშნა, რომ „ირანის ყველა ბირთვული სამუშაოს მშვიდობიან მიზნებზე საუბარი შეუძლებელია“.

ამანომ იმედი გამოთქვა, რომ ირანსა და 5+1-ის ქვეყნებს შორის მიმდინარე ბირთვული საკითხის მოლაპარაკებებში შეთანხმება იქნება მიღწეული და აღნიშნა, რომ ამ მოლაპარაკებებს დრო დასჭირდება.

ამანის განცხადებით, საერთაშორისო ატომური ენერგიის სააგენტოსათვის მნიშვნელოვანია სინამდვილის დადგენა და იმაში დარწმუნება, რომ ირანის ბირთვული საქმიანობა მშვიდობიან მიზნებს ემსახურება, რისთვისაც ირანთან ურთიერთდახმარება ესაჭიროებათ.

ცნობისათვის, ირანსა და გაერთიანებული ერების ორგანიზაციის უსაფრთხოების საბჭოს ხუთი მუდმივი წევრის, აშშ-ის, რუსეთის, ჩინეთის, ინგლისის, საფრანგეთისა და გერმანიისაგან შემდგარ 5+1-ის ჯგუფს შორის წარმოებულ მოლაპარაკებებზე, რომლის ბოლო შეხვედრაც ვენაში ჩატარდა, საბოლოო შეთანხმების ვერ მიღწევის გამო მოლაპარაკებების ვადა 2015 წლის 1 ივლისამდე იქნა გაგრძელებული.


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები