2014 წლის საშუალო ტემპერატურამ რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია

2014 წლის საშუალო ტემპერატურამ რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია

137535
2014 წლის საშუალო ტემპერატურამ რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია

2014 წლის საშუალო ტემპერატურამ რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია. გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მსოფლიოს მეტეოროლოგიური ორგანიზაციის პროგნოზით, 2014 წელი გლობალურ დონეზე, მას შემდეგ რაც მონაცემთა რეგისტრაცია დაიწყო, ყველაზე ცხელი წელი იქნება.

მიმდინარე წლის პირველ ათ თვეში ტემპერატურა გასული წლების საშუალო მაშვენებელთან შედარებით 0.57 გრადუსით მაღალი იყო.

ჰაერის ტემპერატურა წლის ბოლო თვეებშიც სეზონის საშუალო ტემპერატურაზე მაღალია და ამგვარად, 1998, 2005 და 2010 წელში დაფიქსირებულ რეკორდულად მაღალ ტემპერატურას გადააჭარბებს.

სპეციალისტები კი კლიმატური ცვლილებების მიზეზად გლობალურ დათბობას ასახელებენ, რადგანაც რეგისტრაციის დაწყებიდან დღემდე დაფიქსირებული ყველაზე ცხელი 15 წლიდან 14, 2000 წლის შემდეგ იყო.


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები