თურქეთმა FAO-სთან პარტნიორობის შეთანხმებას მოაწერა ხელი

83981
თურქეთმა FAO-სთან პარტნიორობის შეთანხმებას მოაწერა ხელი

თურქეთის ტყისა და წყლის რესურსების მინისტრმა ვეისელ ეროღლუმ გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციასთან (FAO) ანკარაში პარტნიორობის შეთანხმებას მოაწერა ხელი. ამ შეთანხმების მიხედვით, თურქეთი ორგანიზაციას სხვადასხვა ქვეყნებში მეტყევეობის, ეროზიისა და გაუდაბნოების კონტროლისათვის წარმოებული სამუშაოებისათვის 10 მილიონი დოლარით დაეხმარება.

მინისტრმა ეროღლუმ გაკეთებულ განცხადებაში აღნიშნა, რომ თურქეთის მეტყევეობის საქმიანობის მსოფლიო არენაზე გასატანად დადებული შეთანხმება მნიშვნელოვანია და თურქეთი უკვე არა დახმარების მიმღები, არამედ დახმარების გამცემი ქვეყანა გახდა.

გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა სილვამ კი განაცხადა: “FAO მეტყევეობის საკითხში თურქეთის ლიდერობას აღიარებს. ამ პროგრამების ჩათვლით, ჩვენი მიზნები ერთნაირია. თურქეთმა გაუდაბნოების წინააღმდეგ მნიშვნელოვანი სამუშაოები ჩაატარა და FAO მზად არის მხარდაჭერის გასაწევად“.


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები