დადგინდა, რომ ჭარბი წონის წინააღმდეგ საბრძოლველად საუკეთესოა მაწ

82510
დადგინდა, რომ ჭარბი წონის წინააღმდეგ საბრძოლველად საუკეთესოა მაწ

დადგინდა, რომ ჭარბი წონის წინააღმდეგ საბრძოლველად საუკეთესოა მაწონი, ნუში და მწვანე ჩაი.

სოფიაში გამართულ ჭარბ წონასთან ბრძოლის ევროპის კონგრესზე წარმოდგენილი სამი კვლევის შედეგების მიხედვით აღმოჩნდა, რომ სიმსუქნესთან საბრძოლველად ყველაზე ეფექტური და იაფი გზა მაწონი, ნუში და მწვანე ჩაია.
ესპანეთში ჩატარებული კვლევების მიხედვით, იმ ადამიანებში, რომლებიც დღეში 1-2 თასს მაწონს მიირთმევენ, წონაში მომატების რისკი უფრო ნაკლებია. ამერიკელი მეცნიერები კი აცხადებენ, რომ დღეში მაქსიმუმ 43 გრამი ნუში შიმშილის გრძნობას აქრობს. ჰოლანდიელი მეცნიერების კვლევებმა კი აჩვენეს, რომ დღეში რამდენიმე ფინჯანი მწვანე ჩაი უზრუნველყოფს ფორმის შენარჩუნებას და სისხლ-ძარღვთა დაავადებების თავიდან აცილებას.


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები