თურქეთი CERN-ის წევრი გახდა

შეთანხმების მიხედვით, თურქეთი CERN-სათვის გაწეული მატერიალური დახმარების შესაბამისად შესძლებს ტენდერებიდან წილის მიღებას

66979
თურქეთი CERN-ის წევრი გახდა



თურქეთმა ევროპის ბირთვული კვლევის ცენტრთან (CERN) წევრობის ხელშეკრულება გააფორმა. ხელშეკრულებას თურქეთის სახელით ხელი მოაწერა თურქეთის გაეროს ჟენევის ოფისში მუდმივმა წარმომადგენელმა მეჰმედ ფერდენმა.

ხელმოწერის ცერემონიაზე სიტყვით გამოსულმა ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრმა თანერ ილდიზმა განაცხადა, რომ თურქეთმა წევრობამდეც CERN-ში მონაწილეობა მიიღო მრავალ წარმატებულ პროექტში და იმედი გამოთქვა, რომ ხელშეკრულების რატიფიცირება მალე მოხდება.

შეთანხმების მიხედვით, თურქეთი CERN-სათვის გაწეული მატერიალური დახმარების შესაბამისად შესძლებს ტენდერებიდან წილის მიღებას, ორგანიზაციაში შესაძლებელი იქნება მუდმივი პერსონალის დასაქმება და თურქი მეცნიერების CERN-ში შტატებით მუშაობა.


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები