რეჟისორ ოზპეტეკს იტალიაში ჯილდო გადასცეს

რეჟისორ ოზპეტეკს იტალიაში ჯილდო გადასცეს

2126568
რეჟისორ ოზპეტეკს იტალიაში ჯილდო გადასცეს

იტალიაში მოღვაწე თურქი რეჟისორს ფერზან ოზპეტეკს რომში სპეციალური ჯილდო გადაეცა მისი პოპულარული მოკლე სარეკლამო ფილმებისთვის, რომელშიც ფირმების ისტორიებზე საუბრობს.

ცერემონია, რომელიც წელს მეორედ გაიმართა ციფრული აუდიოვიზუალური კინოს ინდუსტრიების ეროვნული ასოციაციის (ANICA) მიერ რომში, კინოს სახლში (Casa del Cinema) ჩატარდა.

ცერემონიაზე ANICA-ს პრეზიდენტმა ფრანჩესკო რუტელმა სპეციალური ჯილდო გადასცა რეჟისორ ოზპეტეკს მოკლემეტრაჟიან სარეკლამო ფილმებში კომპანიების ისტორიებისა და ხედვების წარმატებით გადმოცემისთვის.

ოზპეტეკმა ANICA-ს მადლობა გადაუხადა და კმაყოფილება გამოთქვა ასეთი ჯილდოს მიღების გამო.

ოზპეტეკმა ადრე იტალიაში გადაიღო მოკლემეტრაჟიანი ფილმები სარკინიგზო სატრანსპორტო კომპანიისა და ბანკის შესახებ.



მსგავსი ინფორმაციები