რა შთაბეჭდილება დარჩა უილ სმიტს ყურანის წაკითხვისას?

რა შთაბეჭდილება დარჩა უილ სმიტს ყურანის წაკითხვისას?

2118304
რა შთაბეჭდილება დარჩა უილ სმიტს ყურანის წაკითხვისას?

მსოფლიოში ცნობილი მსახიობი უილ სმიტი: „მე მიყვარს ყურანის სიმარტივე. ის თითქმის კრისტალურად ნათელია. მასში ვერ ნახავთ ისეთ საკითხს, რომელიც თქვენთვის გაუგებარი იქნება.“

სმიტი, რომელიც სტუმრად იმყოფებოდა ეგვიპტელი ჟურნალისტის ამრ ადების გადაცემაში „Big Time Podcast“, განაცხადა, რომ მან წაიკითხა ყველა მთავარი წმინდა წიგნი და მთელი ყურანი გასულ წელს რამადანის დროს და თქვა: „ყურანის თხრობა ძალიან მკაფიოა და არ ტოვებს გაუგებრობის ადგილს. მე ახლაც ვკითხულობ ყურანს. მე მიყვარს ყურანის სიმარტივე. ეს არის ძალიან ნათელი წიგნი. ის თითქმის კრისტალურად ნათელია. თქვენ მასში ვერასოდეს იპოვით გაუგებარ საკითხს“.



მსგავსი ინფორმაციები