TRT World-ის მორიგი მნიშვნელოვანი ნამუშევარი

დოკუმენტური ფილმი: „დამოუკიდებლობის გზა კვიპროსი“

2064760
TRT World-ის მორიგი მნიშვნელოვანი ნამუშევარი

თურქეთის ნომერ პირველი საერთაშორისო საინფორმაციო არხი TRT World-ი, რომელმაც ყურადღება ბოლოდროინდელი წარმატებული ნამუშევრებით მიიპყრო, აუდიტორიის წინაშე სრულიად ახალი ნამუშევრით წარსდგება.

ჩრდილოეთ კვიპროსის თურქული რესპუბლიკის დაარსებიდან 40 წლისთავზე, ექვს სერიანი დოკუმენტური სერიალი, დამოუკიდებლობის გზა კვიპროსი (The Forfront Cyprus) ეკრანებზე გამოაქვს, რომელშიც კვიპროსელი თურქი ხალხის არსებობისა და დამოუკიდებლობის ისტორიაა ასახული.

დოკუმენტური ფილმი, რომლის თურქული სახელია, დამოუკიდებლობის გზა კვიპროსი, ასევე მნიშვნელოვანია კვიპროსის სამშვიდობო ოპერაციის 50 წლისთავის აღსანიშნავად.

დოკუმენტური ფილმის მომზადების ეტაპზე გადაღებები და ინტერვიუები ჩატარდა ჩკთრ-ში, თურქეთში, ინგლისში, საბერძნეთში, საფრანგეთში, ესპანეთსა და სამხრეთ კვიპროსში.

დოკუმენტურ ფილში დეტალურად არის ასახული კვიპროსელი თურქების დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის ფაქტები.

TRT World-ის გუნდმა ინტერვიუები, გაეროს კონტროლის ქვეშ მყოფ ბუფერულ ზონაშიც ჩაწერა.

დოკუმენტური ფილმისთვის ინტერვიუები ჩაწერილ იქნა დაახლოებით 50 ადამიანთან, მათ შორის პოლიტიკოსებთან, ყოფილ პრეზიდენტებთან, მინისტრებთან, დიპლომატებთან, გაერთიანებული ერების ორგანიზაციისა და ევროკავშირის ოფიციალური პირებთან, ისტორიკოსებთან, მოჯაჰედებთან, ვეტერანებთან და ბევრ სხვა თვითმხილველთან.  



მსგავსი ინფორმაციები