TRT-ს მიერ ორგანიზებული ჰუმანიტარული ფილმების ჯილდოები მფლობელებს გადაეცათ

TRT-ს მიერ ორგანიზებული ჰუმანიტარული ფილმების ჯილდოები მფლობელებს გადაეცათ

2060867
TRT-ს მიერ ორგანიზებული ჰუმანიტარული ფილმების ჯილდოები მფლობელებს გადაეცათ
undefined
altun trt humanitarian film fest..jpg
trt world citizen humanitarian film festivali.jpg

თურქეთის ტელე-რადიო მაუწყებლობის (TRT) მიერ მეხუთედ ორგანიზებული, TRT World Citizen Humanitary-ის ფილმის ფესტივალზე, „ჰუმანიტარული ფილმების ჯილდოები“ მფლობელებს გადაეცათ.

ფესტივალის გამარჯვებულებს ჯილდოები  კომუნიკაციების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ფაჰრეთთინ ალთუნმა და  TRT-ს გენერალურმა დირექტორმა მეჰმედ ზაჰიდ სობაჯიმ გადასცეს.

პირველი პრიზი უნგრელმა აკოს კოვაჩმა მოიპოვა, მეორეზე ირანელი ალირეზა კაზემიპური, მესამეზე კი კოსოვოდან სამირ კარაჰოდა გავიდნენ.

აღნიშნული ღონისძიების ფარგლებში ასევე, გადაეცა „კლიმატის შესახებ ცნობიერება“ და TRT-ს სპეციალური ჯილდოები.

TRT-ს სპეციალური ჯილდო; მსოფლიოს სისხლიან ჭრილობა, ღაზას გადაეცა. მიუხედავად იმისა, რომ ჯილდო, პალესტინელ რეჟისორ აჰმედ სალიჰს უნდა გადასცემოდა, რეჟისორი ცერემონიას ვერ დაესწრო.

ცერემონიაზე საუბრისას, კომუნიკაციების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ფაჰრეთთინ ალთუნმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ფესტივალი არის, TRT-ის სამაუწყებლო პოლიტიკის ყველაზე მნიშვნელოვანი მაჩვენებელი, რომელიც ხორციელდება, „სიტყვის არსი არის ადამიანი“ გაგებით.

ალთუნმა ასევე თქვა: „იმ დროს, როდესაც მთელი მსოფლიო გადის უკიდურესად კრიტიკულ ზღურბლს ეკონომიკური კრიზისების, ეპიდემიების, შიმშილის, კლიმატის ცვლილებისა და მიმდინარე კონფლიქტების გამო, მე ამ ფესტივალს ვაფასებ როგორც ღირსეულს, რომელიც ყურადღებას ამახვილებს ტკივილსა და სასოწარკვეთილებაში მყოფ მილიონობით ადამიანზე. ხელოვნების ძალა, უაღრესად ღირებულია.“

ალთუნმა, TRT-ს ხელმძღვანელობას მადლობა გადაუხადა და განაცხადა, რომ თურქეთი დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ადამიანურ განზომილებას გლობალურ საკითხებში და რომ TRT-ს წვლილი ამ მიმართულებით მნიშვნელოვანია.

ღონისძიებაზე სიტყვით გამოსულმა TRT-ს გენერალურმა დირექტორმა მეჰმედ ზაჰიდ სობაჯიმ კი განაცხადა: „ჩვენ უნდა გამოვაცხადოთ და გავაშუქოთ იმ ადამიანების ისტორია, რომელთა ტირილის ხმა არ ისმის. მოხარული ვარ, რომ ჰუმანიტარული ფილმების ფესტივალი, რომელზეც მიმდინარე წელს მსოფლიოს მრავალი ქვეყნიდან, 370-ზე მეტმა ფილმმა მიმართა, თურქეთში იმართება და ჩვენი ქვეყანა მასპინძლობს ადამიანებს, რომლებიც აქცენტს აკეთებენ ჰუმანიტარულ საკითხებზე“.

TRT-ს გენერალურმა დირექტორმა სიტყვით გამოსვლის დროს, ასევე შეეხო ღაზაში მომხდარ ჰუმანიტარულ ტრაგედიას და ისრაელის სისასტიკეს.

„ისრაელი 7 ოქტომბრიდან მოყოლებული, ახორციელებს ტოტალურ ხოცვა-ჟლეტას ღაზას ხალხის წინააღმდეგ. ის სჩადის დანაშაულს კაცობრიობის წინააღმდეგ საავადმყოფოების, წმინდა ადგილების, სკოლებისა და ლტოლვილთა ბანაკების განადგურების გზით, ჩვილების, ბავშვების, ქალებისა და პაციენტების განურჩეველი დაბომბვით“, განაცხადა მეჰმედ ზაჰიდ სობაჯიმ.



მსგავსი ინფორმაციები