TRT-ს გენერალური დირექტორი აზია-წყნარი ოკეანის მაუწყებელთა კავშირის პრეზიდენტად აირჩიეს

თურქეთის ტელე-რადიო მაუწყებლობის გენერალური დირექტორი, მეჰმედ ზაჰიდ სობაჯი, აზია-წყნარი ოკეანის მაუწყებელთა კავშირის ABU-ს პრეზიდენტად აირჩიეს

2059009
TRT-ს გენერალური დირექტორი აზია-წყნარი ოკეანის მაუწყებელთა კავშირის პრეზიდენტად აირჩიეს

თურქეთის ტელე-რადიო მაუწყებლობის (TRT) გენერალური დირექტორი, მეჰმედ ზაჰიდ სობაჯი, აზია-წყნარი ოკეანის მაუწყებელთა კავშირის (ABU) პრეზიდენტად აირჩიეს.

აზია-წყნარი ოკეანის მაუწყებელთა კავშირის (ABU) 60-ე გენერალური ასამბლეის შეხვედრა, რომელიც არის მსოფლიოში ყველაზე დიდი სამაუწყებლო კავშირი 65 ქვეყნიდან 246 წევრით და ჰყავს დაახლოებით 3,5 მილიარდ მაყურებელი, სამხრეთ კორეის სამაუწყებლო კორპორაციის (KBS) მასპინძლობით 31 ოქტომბერ - 1 ნომებერს სეულში გაიმართა.

შეხვედრაზე TRT-ს გენერალური დირექტორი მეჰმედ ზაჰიდ სობაჯი ABU-ს პრეზიდენტად 3 წლის ვადით აირჩიეს.

ზაჰიდ სობაჯიმ ხაზი გაუსვა მსოფლიოში უდიდესი სამაუწყებლო კავშირის ABU-ს პრეზიდენტად არჩევის მნიშვნელობას თურქეთის მიზნისთვის, გახდეს წამყვანი ქვეყანა ყველა სფეროში.

სობაჯიმ განაცხადა, რომ ის თურქეთისთვის ABU-ს პრეზიდენტობის მინიჭებას აფასებს, როგორც თურქეთის წინსვლის ნაბიჯს და მის გამოხატულებას და დაამატა: „ჩვენთვის ასევე სასიხარულო იყო, რომ ABU-ს თავმჯდომარეობა დაემთხვა რესპუბლიკის 100 წლის იუბილეს. ეს ერი, რა პირობებშიც არ უნდა იყოს, რაც არ უნდა შეზღუდული იყოს მისი შესაძლებლობები, არასოდეს წასულა ბრძოლაში კომპრომისზე და ყოველთვის აღწევდა თავის მიზნებს. ამიტომ, ვფიქრობ, რომ მსოფლიოს უმსხვილესი სამაუწყებლო კავშირის მიერ შემოთავაზებული შესაძლებლობების და პოტენციალის ამ მიზნისთვის მობილიზებით შევძლებთ პროცესი უფრო ძლიერი ფორმით განვახორციელოთ“.



მსგავსი ინფორმაციები