TRT-მ Emmy-ს ჯილდო მოიგო

TRT-მ Emmy-ს ჯილდო მოიგო

2043472
TRT-მ Emmy-ს ჯილდო მოიგო

თურქეთის ტელე-რადიო მაუწყებლობამ (TRT), სატელევიზიო მაუწყებლობის ყველაზე პრესტიჟული ჯილდო, Emmy მოიგო.

TRT World-ის მიერ მომზადებული დოკუმენტური ფილმით სახელწოდებით, „Off the Grid“ (ომის დღიურები), რომელიც  უკრაინაშია გადაღებული, სატელევიზიო ხელოვნებისა და მეცნიერების საერთაშორისო აკადემიის მიერ გაცემულ ჯილდოებში, კატეგორიაში, „ახალი ამბები და აქტუალური საკითხები“, Emmy მოიგო.

ნიუ-იორკში, გამართულ ცერემონიაზე ჯილდო, დოკუმენტური ფილმის პროდიუსერებმა, მუჰსინ ენაიმ და ალექსანდრე პაულიატმა მიიღეს.

დაჯილდოების ცერემონიალზე დამსწრე, TRT-ს გენერალური დირექტორის მოადგილემ ომერ ფარუკ თანრივერდიმ სიტყვით გამოსვლის დროს თქვა: „რა თქმა უნდა, ჩვენ ვამაყობთ და ბედნიერები ვართ. ეს ჯილდო, რომელიც ჩვენ მივიღეთ, დასტურია იმისა, რასაც TRT World-მა მიაღწია საერთაშორისო ჟურნალისტიკასა და მაუწყებლობაში. ვულოცავ ყველა ჩვენს მეგობარს ვინც წვლილი შეიტანა ამ საქმეში, განსაკუთრებით Off The Grid-ის გუნდს“.

TRT World-ის არხის კოორდინატორმა ბორა ბაირაქტარმა კი თქვა:

„ამ ჯილდომ, უპირველეს ყოვლისა, აჩვენა, თუ TRT World-ი რამდენად წარმატებულ ჟურნალისტურ საქმიანობებს ეწევა საერთაშორისო სტანდარტებით. ანუ, ეს არის ყველაზე დიდი ჯილდო ამერიკის სატელევიზიო საქმიანობაში. ეს არის პირველი შემთხვევა, რომ თურქულმა დოკუმენტურმა ფილმმა მოიპოვა ეს ჯილდო. ჩვენ ძალიან ვამაყობთ ამ მხრივ“.

შეგახსენებთ, რომ TRT World-ის მიერ მომზადებული დოკუმენტური ფილმით სახელწოდებით, „Off the Grid“ (ომის დღიურები), რომელიც  უკრაინაშია გადაღებული ასახავს, 2022 წლის თებერვალში დაწყებული ომის დესტრუქციულ სახეს და ეხება მშვიდობიანი მოსახლეობის ცხოვრებას, საიდანაც რუსული ჯარი გავიდა.


საკვანძო სიტყვები: #TRT-მ Emmy-ს ჯილდო მოიგო

მსგავსი ინფორმაციები