TRT World-ის "უკრაინის ომის დღიურები" ემის ფინალშია

TRT World-ის მიერ მომზადებული ჯილდოს მფლობელი დოკუმენტური სერიალის „Off the Grid“-ის უკრაინაში გადაღებულმა ეპიზოდმა „უკრაინის ომის დღიურებ“-მა საერთაშორისო წარმატებას მიაღწია

2041421
TRT World-ის "უკრაინის ომის დღიურები" ემის ფინალშია

TRT World-ის მიერ მომზადებული ჯილდოს მფლობელი დოკუმენტური სერიალის „Off the Grid“-ის უკრაინაში გადაღებულმა ეპიზოდმა „უკრაინის ომის დღიურებ“-მა საერთაშორისო წარმატებას მიაღწია.

თურქეთის ტელე-რადიო მაუწყებლობის (TRT) განცხადებით, დოკუმენტური ფილმი, რომელიც მოგვითხრობს რუსეთ-უკრაინის ომის შემდეგ მშვიდობიანი მოსახლეობის მდგომარეობაზე, სატელევიზიო ხელოვნებისა და მეცნიერების საერთაშორისო აკადემიის მიერ გაცემულ ემის 44-ე საერთაშორისო დაჯილდოებაზე ფინალში გავიდა კატეგორიაში „ახალი ამბები და აქტუალური საკითხები“.  

ფინალში თურქეთის წარმომადგენლის TRT World-ის მეტოქეები ინგლისი, ბრაზილია და ისრაელი იყვნენ.

უკრაინაში გადაღებული დოკუმენტური ფილმი, რომელიც მოამზადეს მუჰსინ ენაიმიმ და ალექსანდრე პაულიატიმ და გადაიღო ჰაქან ჰოჯაოღლუმ, მაყურებელს აცნობს ომის დამანგრეველ სახეს და ასევე ეხება რუსული არმიის უკან დახევის შემდეგ უკრაინაში მშვიდობიანი მოსახლეობის ცხოვრების ცვლილებას.

TRT-ს გენერალურმა დირექტორმა მეჰმედ ზაჰიდ სობაჯიმ განცხადებაში აღნიშნა: „TRT-ს ხედვაა საერთაშორისო ასპარეზზე ძლიერი გავლენის შექმნა უცხოენოვანი მაუწყებლობით. ჩვენ თვალყურს ვადევნებთ განვითარებულ მოვლენებს როგორც შორეულ რეგიონებში, ასევე ჩვენს გვერდით და დღის წესრიგში ვაყენებთ ბევრ საკითხს, რომელსაც მსოფლიო ხშირად უგულვებელყოფს. ამის გამო TRT World-ის მიერ უკრაინაში ომის, განსაკუთრებით მშვიდობიან მოსახლეობაზე გავლენის ამსახველი დოკუმენტური ფილმის Off the Grid -ის მიერ ემის საერთაშორისო ჯილდოზე წარდგენა ჩვენთვის გასაკვირი არ იყო. ეს არის ჩვენი წარმატების საერთაშორისო აღიარება. მთელი გულით ვულოცავ ყველა ჩემს კოლეგას, ვინც ამაში წვლილი შეიტანა“.

TRT-ს გენერალური დირექტორის საერთაშორისო მაუწყებლობაზე პასუხისმგებელმა მოადგილემ ომერ ფარუკ თანრივერდიმ თქვა: "ჩვენი ნომინირება ემიზე არის TRT World-ს საერთაშორისო მაუწყებლობაში მიღწეული ადგილის მტკიცებულება. ვულოცავ ჩვენს მეგობრებს, რომლებმაც წვლილი შეიტანეს ამაში“.

ემის 44-ე დაჯილდოების "ახალი ამბებისა და აქტუალური საკითხების" კატეგორიაში დაჯილდოების ცერემონია 27 სექტემბერს ნიუ-იორკში სატელევიზიო სამყაროს წამყვანი სახელების მონაწილეობით გაიმართება.


საკვანძო სიტყვები: #უკრაინის ომის დღიურები , #ემი , #trt , #ტრტ

მსგავსი ინფორმაციები