"TRT 12 Punto" დაჯილდოების ცერემონიით დასრულდა

"TRT 12 Punto", რომელიც წელს მეხუთედ მოეწყო TRT-ის მიერ, დაჯილდოების ცერემონიით დასრულდა

2015380
"TRT 12 Punto" დაჯილდოების ცერემონიით დასრულდა
12 punto.2.jpeg
12 punto.3.jpeg

"TRT 12 Punto", რომელიც წელს მეხუთედ მოეწყო TRT-ის მიერ, დაჯილდოების ცერემონიით დასრულდა.

ცერემონიაზე გამოსვლისას TRT-ს გენერალურმა დირექტორმა მეჰმედ ზაჰიდ სობაჯიმ განაცხადა: „კიდევ ერთხელ ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, ჩვენ როგორც თურქეთის საზოგადოებრივი მაუწყებელი, თუ რა მნიშვნელობას ვანიჭებთ კინოს. ჩვენ მოხარული ვართ, რომ მტკიცედ ვუჭერთ მხარს თურქეთის კინოინდუსტრიას და ვავსებთ კინოთეატრებს ჩვენი კოპროდუქციით და მაყურებელთა რეკორდულ რაოდენობას ვაღწევთ“.

სცენარის შემუშავებისა და კოპროდუქციის პლატფორმა „TRT 12 Punto“, რომელიც წელს 16-23 ივლისს 22 სხვადასხვა ქვეყნის მონაწილეობით სამ სხვადასხვა პლატფორმაზე გაიმართა, დაჯილდოების ცერემონიით დასრულდა.

დაჯილდოების ცერემონიას, რომელიც TRT 2-ის პირდაპირ ეთერში გადაიცა, TRT-ის გენერალური დირექტორი მეჰმედ ზაჰიდ სობაჯი და თურქული და მსოფლიო კინემატოგრაფიის მნიშვნელოვანი წარმომადგენლები დაესწრნენ.

„ახალგაზრდებს 12 Punto-ზე შეუძლიათ შეხვდნენ თურქეთისა და მსოფლიო კინოს წამყვან სახელებს“

TRT-ის გენერალურმა დირექტორმა მეჰმედ ზაჰიდ სობაჯიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ 12 Punto არის პლატფორმა, რომელიც მოიცავს ყველაფერს კინოს შესახებ, მოიცავს პროცესის ყველა დაინტერესებულ მხარეს, იკვებება კოპროდუქციის სიმდიდრით და რაც მთავარია გამოირჩევა თავისი ორიგინალობით და დაამატა: „12 Punto-ში ეროვნულ და საერთაშორისო დონეზე კულტურულ სფეროში საშუალებას ვაძლევთ ინოვაციებს. ახალგაზრდებისთვის და ახალი იდეებისთვის თურქული და მსოფლიო კინემატოგრაფიის წამყვანი სახელების ხელმძღვანელობას ხელმისაწვდომს ვხდით. გარდა იმისა, რომ ვმატებთ ახალ სახელებს და მძლავრ ნამუშევრებს ინდუსტრიას, ანუ ვამდიდრებთ კინოს მომავალს, ჩვენ ასევე ხელს ვუწყობთ გარემოს შექმნას, სადაც მრავალფეროვნება დომინანტურია და არა მსგავსი ნიმუშები“.

„ამ ახალი პროცესის წყალობით, TRT-ის ოთხი ერთობლივი ფილმი, რომლებიც გადაღებულია და მონტაჟის ფაზაშია, წარდგენილია კანის, ვენეციის, სანდენსის, ლოკარნოსა და როტერდამის ფესტივალების საკონკურსო სექციაში. უყურეს ჩვენი ფილმების ოცწუთიან მონტაჟს. ვიმედოვნებ, რომ მომდევნო წლებში გვექნება შესაძლებლობა ვნახო ეს ფილმები დიდ ფესტივალებზე. წელს 12 Punto-ზე 100-ზე მეტი მხატვრული და 400-ზე მეტი მოკლემეტრაჟიანი ფილმის განაცხადი შემოვიდა. მადლობას ვუხდით ყველა მონაწილეს გაწეული ძალისხმევისთვის; წარმატებებს გისურვებთ კინო თავგადასავალში“. - თქვა სობაჯიმ.

TRT-ს გენერალურმა დირექტორმა განაცხადა, რომ როგორც საზოგადოებრივ მაუწყებელს, სურს ხაზი გაუსვლას იმ მნიშვნელობას, რომელსაც თურქეთი ანიჭებს კინოს და დაამატა: „მოხარული ვართ, რომ მტკიცედ ვუჭერთ მხარს თურქეთის კინოინდუსტრიას და ვავსებთ კინოთეატრებს ჩვენი კოპროდუქციით და მაყურებელთა რეკორდულ რაოდენობას ვაღწევთ. ჩვენი მონაწილეობა და წარმატებები ეროვნულ და საერთაშორისო ფესტივალებზე დღითიდღე იზრდება. TRT-ს კოპროდუქციამ მიიღო 436 ნომინაცია და 236 ჯილდო იმ ფესტივალებზე, რომლებშიც მონაწილეობდა ბოლო სამი წლის განმავლობაში. მინდა აღვნიშნო, რომ TRT-ს ერთობლივი წარმოების მხატვრული ფილმები ფესტივალებისა და კინოჩვენებების შემდეგ, ციფრულ პლატფორმა tabii -ზეც გავიდა და მიაღწია უზარმაზარ აუდიტორიას. tabii 2 თვეში 2 მილიონიან დიდ ოჯახად გადაიქცა. ჩვენ გავაგრძელებთ ჩვენს ძალისხმევს კინოს ყველა სფეროში და ეტაპზე“.

სობაჯის თქმით, წელს მათ უმასპინძლეს ძალიან მნიშვნელოვან სტუმრებს ბალკანეთიდან და აღნიშნა: „სერბეთის, ხორვატიის, მონტენეგროსა და სლოვენიის კინოცენტრების ხელმძღვანელები იყვნენ აქ, რათა შეხვედროდნენ ჩვენს ფინალისტ პროექტებს და აეხსნათ დაფინანსების შესაძლებლობები საკუთარ ქვეყნებში. დიდი მადლობა მათ; მე მჯერა, რომ უახლოეს წლებში ჩვენ ვიხილავთ უფრო მეტ თურქულ-ბალკანურ კოპროდუქციულ პროექტებს“.

დასკვნით ცერემონიაზე მსოფლიო კინოს ხუთი მნიშვნელოვანი სახელისგან შემდგარი ჟიურის წევრების; TRT-ს ფილმის „Komşuluk Halleri"-ს რეჟისორის დანის ტანოვიჩის, ოსკაროსანი პოლონელი პროდიუსერის ევა პუშჩინსკას, სარაევოს კინოფესტივალის დამფუძნებლის მირსად პურივატრას, დოჰას კინოინსტიტუტის აღმასრულებელი დირექტორის ფატმა ალ-რემაიჰისა და ბერლინის კინოფესტივალის ევროპული კინო ბაზრის დირექტორის, დენის რუჰის შეფასებების შედეგად ორ პრეოექტს „საერთაშორისო ერთობლივი წარმების ჯილდო“, სამ პროექტს „TRT კოპროდუქციის ჯილო“, სამ პროექტს „TRT წინასწარი შესყიდვის ჯილდო“ და ექვს პროექტს „პროექტის განვითარების ჯილდოები“ მიენიჭა.

„TRT კოპროდუქციის ჯილო“, „TRT-ს წინასწარი შესყიდვის ჯილდო“, „პროექტის განვითარების ჯილდოები“  და TRT-ს საერთაშორისო ერტობლივი წარმოების ჯილდოები TRT-ს გენერალურმა დირექტორმა მეჰმედ ზაჰიდ სობაჯიმ, TRT-ს გენერალური დირექტორის მოადგილემ მუჰამედ ზიად ვაროლმა და ჟიურის წევრებმა ევა პუშჩინსკამ, დენის რუჰმა, დანის ტანოვიჩმა, ფატმა ალ-რემაიჰიმ და მირსად პურივატრამ გამარჯვებული პროექტების მფლობელებს გადასცეს.

გარდა ამისა, წელს, ორ ფინალისტ პროექტს გადაეცა "სარაევოს ფილმის ფესტივალის Cinelink-ის ჯილდო" TRT-სა და სარაევოს კინოფესტივალის თანამშრომლობით.

სარაევოს კინოფესტივალის Cinelink-ის დირექტორმა ამრა ბაქსიჩ კამოს მიერ სერჩეულმა პროექტებმა მოიპოვეს ჯილდოები "Sarajevo Film Festival Cinelink Producer Lab" და "Sarajevo Film Festival Cinelink ერთობლივი წარმოების ბაზრის ჯილდო".


საკვანძო სიტყვები: #TRT 12 Punto , #TRT , #ტრტ

მსგავსი ინფორმაციები