იცით თუ არა, რომ? 46 - 2023

ბოდრუმის ციხე

2012397
იცით თუ არა, რომ? 46 - 2023

იცით თუ არა, რომ? 46-2022-2023

ბოდრუმის ციხე

იცით თუ არა, რომ ბოდრუმის ციხე 600 წელზე მეტია ფეხზე მყარად დგას და კვლავ აქტიურად გამოიყენება?

პოპულარული დასასვენებელი კურორტი ბოდრუმი, რომელიც მდებარეობს თურქეთის სამხრეთით ეგეოსის რეგიონში, ისტორიის მანძილზე მნიშვნელოვანი საპორტო ქალაქი იყო. ამ ქალაქის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სიმბოლოა ბოდრუმის ციხე.

სამი მხრიდან ზღვით გარშემორტყმული ტერიტორია, სადაც ბოდრუმის ციხე მდებარეობს ანტიკურ ხანაში კუნძული იყო, მოგვიანებით კი ხმელეთს დაუკავშირდა და ნახევარკუნძულად გადაიქცა. ბოდრუმის ციხე აშენდა 1406-1522 წლებში წმ. იოანე ნათლისმცემელის ორდენის რაინდების მიერ ამ კლდოვან ნახევარკუნძულზე ორ ნავსადგურს შორის. კვადრატული დაგეგმილი ციხის მშენებლობაში გამოყენებული იქნა მსოფლიოს შვიდი საოცრებიდან ერთ-ერთის და დროთა განმავლობაში მიწისძვრებით განადგურებული, ჰალიკარნასის მავზოლეუმის ქვები. ციხის ხუთ კოშკს შორის ყველაზე მაღალია ფრანგული კოშკი, რომლის სიმაღლე 47,5 მეტრია.

ციხე, რომელიც აღადგინეს 1960 წელს, მოეწყო ბოდრუმის წყალქვეშა არქეოლოგიის მუზეუმად, სადაც გამოფენილია რეგიონში ჩაძირული გემების არტეფაქტები. ბოდრუმის წყალქვეშა არქეოლოგიის მუზეუმი ერთ-ერთია მსოფლიოში არსებული მსგავსი მუზეუმებიდან. აქ გამოფენილია მსოფლიოში უძველესი ჩაძირული, ლიკიური სავაჭრო გემი „ულუბურუნის გემი“, რომელიც 3300 წლის წინადელია. ამავდროულად, ციხის ერთ-ერთი თხრილი, რომელიც იმ დროს ზღვის წყლით იყო სავსე, ასევე გამოიყენება როგორც საშემსრულებლო ხელოვნების საფესტივალო ადგილად.

ბოდრუმის ციხე მოიცავს ანტიკური პერიოდის ნანგრევებს, რომელზეც ის აშენდა, როდოსის რაინდთა პერიოდის სტრუქტურებს, რომლებიც ასახავს მე-15 საუკუნის ევროპის მონუმენტურ ხელოვნებას, არქიტექტურასა და ტექნიკურ მახასიათებლებს და ოსმალეთის პერიოდში აშენებულ სტრუქტურებს. იგი იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის დროებით სიაში შეტანილი მნიშვნელოვანი ძეგლია.


საკვანძო სიტყვები: #ბოდრუმის ციხე , #იცით თუ არა რომ

მსგავსი ინფორმაციები