იცით თუ არა, რომ? 31-2023

ართვინის პლატოები

1969150
იცით თუ არა, რომ? 31-2023

იცით თუ არა, რომ? 31- 2023

იცით თუ არა, რომ? 31- 2022-2023

ართვინის პლატოები

იცით თუ არა, რომ თურქეთის ჩრდილო-აღმოსავლეთ საზღვარზე მდებარე ართვინის ტერიტორიის ნახევარზე მეტი პლატოებისგან შედგება?

ართვინი, რომლის 51 პროცენტი პლატოებისგან შედგება, ერთ-ერთი უმდიდრესი ქალაქია თურქეთში ეკოტურიზმის თვალსაზრისით თავისი შესანიშნავი ტყეებით, ეროვნული პარკებით, ნაკადულებით, ჩანჩქერებით, ისტორიული ნანგრევებით, ტბებითა და პლატოებით.

ართვინი შუა საუკუნეების ქალაქია, ამის მიუხედავად, მიმდებარე ტერიტორიაზე ჩატარებული გათხრების შედეგად აღმოჩენილია ძვ.წ 2000-იანი წლებით დათარიღებული ზოგიერთი დასახლება. ართვინის ხსენებისას პირველი რაც გვახსენდება რეგიონის ბუნებრივი საოცრებებია.

ართვინის იალაღებს შორის, რომელიც მწვანე ფერის ათას ერთი ელფერით არის მორთული, ქაჩქარის იალაღს უზარმაზარი ტყე და მდელოები აქვს. ქალაქის სამხრეთ-დასავლეთით 1250 მეტრის სიმაღლეზე მდებარე კაფკასორის პლატოზე ყოველწლიურად ივნისის ბოლო კვირაში ფესტივალი ტარდება, სადაც ხარების ბრძოლები იმართება. პლატოზე ასევე არის სამკურნალო წყლები. ართვინიდან 10 კილომეტრით დაშორებულ ჰათილანის ველზე მრავალფეროვანი მცენარეები ხარობს. ამ მცენარეთა ზოგიერთი სახეობა, რომელთა რაოდენობა 500-ზე მეტია და მათ შორის ზოგიერთია ენდემურია, ფარმაცევტულ ინდუსტრიაში გამოიყენება.

ქარაგოლი, რომელსაც შავი ზღვის რეგიონის სამოთხეს უწოდებენ, მდებარეობს ართვინის პროვინციის საზღვრებში, ბორჩხას რაიონში. რეგიონი, სადაც ტბა მდებარეობს, ბუნებრივ პარკად გამოცხადდა. ქარაგოლი ბუნების მოყვარულთათვის მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე ლამაზ და ღირსშესანიშნავ ტბებს შორისაა.

იდეალური პერიოდი მათთვის, ვისაც სურს აღმოაჩინოს ართვინის ისტორია და ბუნება, არის მაისიდან აგვისტომდე, როდესაც ნალექის რაოდენობა ყველაზე დაბალია. რეგიონი ამ პერიოდში გვთავაზობს უფრო რბილ კლიმატს ყველა ბუნებრივი სილამაზის შესასწავლად.



მსგავსი ინფორმაციები