რა შემთხვევაში შეეძლებათ მუსლიმებს ჰაჯობის რიტუალის შესრულება მიმდინარე წელს?

საუდის არაბეთი განცხადებას ავრცელებს

1930480
რა შემთხვევაში შეეძლებათ მუსლიმებს ჰაჯობის რიტუალის შესრულება მიმდინარე წელს?

საუდის არაბეთმა გამოაცხადა, რომ ახალი ტიპის კორონავირუსის (კოვიდ-19) ეპიდემიის დროს მომლოცველებისთვის (პილიგრიმებისთვის) დაწესებული ასაკობრივი და რიცხობრივი შეზღუდვები წელს არ გავრცელდება. საუდის არაბეთის ჰაჯობისა და უმრას მინისტრმა თევფიკ ერ-რაბიამ ქალაქ ჯიდაში გამართული „ექსპო-ჰაჯი 2023“-ის გახსნაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მიმდინარე წელს მომლოცველებისთვის ასაკობრივი შეზღუდვები არ დაწესდება და მათი რიცხვი იგივე იქნება, რაც ეპიდემიამდე იყო.

შეგახსენებთ, რომ კოვიდ-19-ის გავრცელების გამო, საუდის არაბეთმა 2020 წლის შემდეგ მომლოცველებს ასაკობრივი და რაოდენობის შეზღუდვები დაუწესა.


საკვანძო სიტყვები: #წესები , #ჰაჯობა , #საუდის არაბეთი

მსგავსი ინფორმაციები