„კუთხე-კუნჭული“ 7 - 2022

„კუთხე-კუნჭული“ 7 - 2022

1894531
„კუთხე-კუნჭული“ 7 - 2022

„კუთხე-კუნჭული“ 7 - 2022

„კუთხე-კუნჭული“ 7 - 2022-23 

საბავშვო ბაღები

გადაცემის ავტორია მარიამ გაფრინდაშვილი

დღეს საუბარი გვექნება საბავშვო ბაღებზე. ოქტომბრის თვეში ვართ და ეს იმას ნიშნავს, რომ საბავშვო ბაღები უკვე შევსებულია და ბავშვების კიდევ ერთი აღმზრდელობითი წლის დასაწყისში ვართ.

ხშირად, როცა საუბარი გვაქვს ხოლმე ბავშვთა განათლებაზე, მივდივართ განათლების სისტემის სკოლამდელი აღზრდის რგოლამდე, რომელსაც საბავშვო ბაღი ჰქვია. ერთი შეხედვით მარტივი, ბავშვების კომფორტს მორგებული ეს დაწესებულება ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს როლს ატარებს ბავშვის პიროვნებად ჩამოყალიბებაში. ზრდასრულ ასაკშიც კი ადამიანს საბავშვო ბაღში გატარებული წლებიდან ყველაზე უმნიშვნელო დეტალი და ამხანაგების სახელებიც ზედმიწევნით ახსოვს. ეს იმაზე მიანიშნებს, რომ ბაღის ასაკის ბავშვის გონება იმდენად ცინცხალია, რომ მასში ყველა დეტალს თავის ადგილს უჩენს და მთელი ცხოვრების მანძილზე დაატარებს. ამიტომაც სკოლასთან ერთად არანაკლებ მნიშვნელოვანია საბავშვო ბაღის დატვირთვა.

საქართველოში პირველი საბავშვო ბაღი 1921 წელს საეპარქიო სასწავლებელ და მოსკოვის ქალთა უმაღლესი კურსების საბუნებისმეტყველო ფაკულტეტის უმაღლესდამთავრებულმა ქალმა ნატალია უნაფქოშვილმა გახსნა. შეიძლება ითქვას ის იყო პირველი ქალი, რომელმაც სკოლამდელ აღზრდის ამ კერას ბავშვების გონებრივი და ფიზიკური ჩამოყალიბების სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სტატუსი შეუქმნა.

იშვიათი გამონაკლისის გარდა დასაქმებული მშობლები იძულებულნი იყვნენ რომ ბავშვები ჯერ ბაგა ბაღში, შემდგომ კი სკოლამდელ საბავშვო ბაღში დაეტოვებინათ. თუმცა გარდა იძულებისა, მშობლები ამას აუცილებლობადაც მიიჩნევდნენ, რომ ბავშვები გარდა ოჯახისა, განათლების სისტემის პირველი ეტაპის ფერხულში ჩაბმულიყვნენ.

მსოფლიოში პირველი საბავშვო ბაღის პროგრამის მაგალითი 1837 წელს გერმანელმა აღმზრდელმა ფრიდრიხ ფროებელმა შექმნა. ხოლო 1900-იან წლებში ამ პროექტს უფრო გაფართოებული სახე იტალიელმა აღმზრდელმა ქალმა მარია მონტესორიმ მისცა. როგორც ცნობილია, ყველა ქვეყანა სკოლამდელი აღზრდის პროგრამას თავის კულტურას არგებს. თუმცა ქვეყნები ერთმანეთს გამოცდილ და პრაქტიკაში წარმატებულ მაგალითებსაც უზიარებენ. შესაბამისად აღზრდისა და განათლების ეს მეთოდები ინერგება და მომავალ თაობებს გადაეცემა.

თურქეთში საბავშვო ბაღის ცნება უფრო მეტად კერძო დაწესებულების ფუნქციას ატარებს. საბავშვო ბაღის ფუნქცია  კი პირდაპირპროპორციულადაა დამოკიდებული მშობლის, განსაკუთრებით კი დედის დასაქმებულობაზე. თუკი დედა დიასახლისია, მაშინ საშუალო და დაბალი ფენის ოჯახებში  ბავშვის საბავშვო ბაღში გაგზავნის საკითხი არ დგას ხოლმე. ბაღების უმეტესობა კერძოა და ისეთი ოჯახებისათვის, სადაც მხოლოდ ოჯახის ერთი წევრი მუშაობს, სკოლამდელი, საფასურის მქონე განათლების რგოლი ფუფუნების სივრცის სტატუსს ირგებს. არსებობს გამონაკლისები, როცა დედა ან მამა სახელმწიფო სამსახურშია დასაქმებული, მაშინ მათ შვილს ან შვილებს ეძლევათ შესაძლებლობა ამ სამსახურის გარემოცვაში არსებულ საბავშვო ბაღებში ჩაეწერონ. სახელმწიფო სამსახურების ბაღები კერძოებთან შედარებით უფრო ნაკლებადანაზღაურებადია.

თურქეთის რესპუბლიკის დაარსების პირველ ათწლეულში იმ ბავშვებისათვის, რომელთა დედებიც ახალგახსნილ ქარხნებში მუშაობდნენ, ე.წ. „ბავშვთა ბუდეები“ გაიხსნა. ეს კერები ობოლ ბავშვთა შეფარებასაც ითვალისწინებდა. თუმცა ეს მხოლოდ დიდ ქალაქებში ხდებოდა. რესპუბლიკის პერიოდიდან მოყოლებული საბავშვო ბაღების განვითარებასთან ერთად, დიდი ქალაქების გარეუბნებში მცხოვრები მშობლების განათლების ამაღლების პროგრამებიც კი შემუშავდა. პირველ რიგში, მშობლებს ბავშვის აღზრდის ელემენტარულ განათლებას აძლევდნენ და შემდგომ საბავშვო ბაღებში მიღებული მათი ბავშვების აღზრდაზე კი სახელმწიფო სასწავლებლების კურსდამთავრებულნი ზრუნავდნენ. შეგვიძლია ისიც ვთქვათ, რომ გარდა მაღალანაზღაურებადი კერძო ბაღებისა, რომლის სერვისითაც მხოლოდ საშუალო და მაღალი ფენის შვილები სარგებლობენ, სახელმწიფო ბაღებმაც საშუალოზე დაბალ ფენებში ყურადღება მაინც ვერ დაიმსახურა. სამწუხაროდ ის მოსაზრება, რომ  საბავშვო ბაღი ბავშვის განათლებაში პირველი მნიშვნელოვანი ნაბიჯია, თურქეთში დღემდე საკმაოდ გავრცელებულ საზოგადოებრივ აზრად ვერ გარდაიქმნა. ამ მხრივ საქართველო სწორედ იმ ქვეყნების სიაში შედის, რომლისგანაც ამ სფეროში მაგალითის აღება სარგებლის მომტანი შეიძლება იყოს. 


საკვანძო სიტყვები: #საბავშვო ბაღი , #კუთხე-კუნჭული

მსგავსი ინფორმაციები