„კუთხე-კუნჭული“ 35-2022

"მარმარილო"

1873806
„კუთხე-კუნჭული“ 35-2022

„კუთხე-კუნჭული“ 35-2022

"მარმარილო"

გადაცემის ავტორია მარიამ გაფრინდაშვილი.

 

ანატოლიის ნახევარკუნძულზე ყველა ხალხს, ვისაც კი აქ ფეხი დაუდგამს მარმარილოს საბადოების შესახებ სცოდნია, გამოუყენებია და მისი დამუშავების სხვადასხვა გზები უცდია. სახლები, სამლოცველოები, საფლავები, ქანდაკებები - ისტორიული ღირებულების მქონე ყველა ეს ქმნილება დღევანდელი თურქეთის ტერიტორიაზე რომაული და ბიზანტიური პერიოდიდან არის შემორჩენილი. მარმარილოს საბადოების მიმართ უყურადღებო არც სელჩუკები და შემდგომ ოსმალები დარჩენილან. არქეოლოგიური აღმოჩენები იმაზე დაკვირვების საშუალებას გვაძლევს, თუ როგორ იყენებს თითოეული კულტურა ამ ბუნებრივ მასალას. თუკი რომაულ და ბერძნულ პერიოდში რელიეფები და ქანდაკებები, ამფითეატრები იყო წამყვანი თემა, ოსმალოთა დროს ეს იცვლება და სასახლეები, აბანოები, ქარვასლები, მეჩეთები, შადრევნები იკავებს მათ ადგილს.

ბუნებრივი ქვების გამოყენება, კაცობრიობის ერთ-ერთი უძველესი საცხოვრის ტერიტორიად აღიარებულ ანატოლიაში, ადამიანთა მიერ მსხვერპლზე ნადირობის დროს მისი იარაღად გამოყენებით დაიწყო. სწორედ ამ ტერიტორიაზე ახ.წ.აღ-ით მე-7-ე საუკუნემდე მარმარილო ერთ-ერთი ყველაზე გამოყენებადი ბუნებრივი მასალა იყო. არტემისის ტაძარი და ჰალიკარნასის მავზოლეუმიც მარმარილოსაგანაა შექმნილი და თითქმის მათით იწყება მარმარილოს, როგორც ხელოვნების მასალის გამოყენება.

განსაკუთრებით ეგეოსის რეგიონში ფორმისა და არქიტექტურის თვალსაზრისით ბერგამის, ეფესოსა და აფრონდისიასის ე.წ. მარმარილოს სკოლებში აღზრდილმა ოსტატებმა ამ მასალის გამოყენების ისეთი კვალი დატოვეს, რომ დღევანდელი ტექნოლოგიური დამუშავებითაც იმავე შედეგს რთულად თუ აღწევენ.

დღემდე უცნობია ის საიდუმლო, თუ როგორ მიიტანეს ეფესოში 24 ტონის სიმძიმისა და 20 მეტრის სიმაღლის ერთიანი მარმარილოს ქვა, რომელიც მიწისძვრას რომ არ დაეზიანებინა, ჭაობში ჩადეს და საფუძველი ასე გაუმაგრეს.

მე-7-ე საუკუნეში მომხდარმა მიწისძვრამ, მიგრაციებმა და ომებმა მარმარილოს ოქროს ხანაში სტაგნაცია გამოიწვია. თუმცა შემდგომ საუკუნეებში ნაკლები ინტენსოვობით თუმცა მაინც უწყვეტად მარმარილოს დიდ ბლოკებს კარიერებიდან ჩაქუჩით, უმეტესად კი მუშები ცარიელი ხელებითა და დაუზოგავი შრომით მოიპოვებდნენ და ბიზანტიის პერიოდში ეკლესიებს ამარაგებდნენ, ოსმალოთა დროს კი როგორც ვთქვით სასახლეებსა და ქარვასლებს.

აღმოსავლური და დასავლური კულტურების ესთეტიკურ სინთეზად მიჩნეულ აია სოფიაში გამოყენებული თეთრი მარმარილოები კი, მარმარილოს კუნძულიდან, ვარდისფერი ე.წ. ძარღვიანი მარმარილოები აფიონქარაჰისარიდან, vertanique იგივე მწვანე სომაკები თესელია და პელოპონესის კუნძულებიდან, ხოლო ყვითელი მარმარილოები ალჟირიდან ჩამოუტანიათ.

ოსმალეთის იმპერიის დროს, სტამბოლში მისი მომიჯნავე რეგიონებიდან - გებზე, იზმითი, იზნიქი და ბილეჯიქიდან მარმარილოს დიდი რაოდენობა მიედინებოდა. რესპუბლიკის დაარსების დროს კი ეკონომიკური კურსის ვარდნის გამო მარმარილოს წარმოებაც შეჩერდა. წარმოებული მარმარილოს ბლოკები შეზღუდული რაოდენობით საჯარო შენობებში, ზირაათ ბანკის ფილიალებში, რკინიგზის სადგურებსა და სკოლების მშენებლობებისათვის გამოიყენებოდა. 1940-იანი წლებისთვის ათათურქის გარდაცვალების შემდეგ მისი საფლავისა და საფლავის გარშემო განსასვენებლის სახელით ცნობილი ანითქაბირის ასაშენებლად მთლიანად მარმარილო გამოიყენეს. ამ პერიოდის შემდეგ მარმარილო უმეტესწილად აბანოსა და საფლავის ქვების ფუნქციით გამოიყენებოდა. 1970-იან წლებამდე თურქეთში მარმარილოს სხვა დატვირთვა აღარ გააჩნდა. წარმოებაც ამის შესაბამისად მიმდინარეობდა. 80-იანი წლებიდან მარმარილოზე მოთხოვნა უცებ გაიზარდა, მეტიც თურქეთმა მარმარილოს ექსპორტიც დაიწყო. 1985 წელს საბადოს კანონიც გამოიცა და მარმარილოს წარმოებაში ინვესტიციები ჩაიდო. დღეს თურქეთის ეკონომიკური წყაროს შემქნელ საბაზისო საექსპორტო პროდუქციის მნიშვნელოვანი ნაწილი მარმარილოა. ამ ბუნებრივმა მასალამ ანტიკური ხანიდან დღემდე არათუ პოპულარობა დაკარგა, არამედ პირიქით უფრო მეტადაც შეიძინა კიდეც. მის დამუშავებაში სხვა მიდგომები შემუშავდა, თუმცა მისი ღირებულება უცვლელი დარჩა.


საკვანძო სიტყვები: #მარმარილო , #კუთხე-კუნჭული

მსგავსი ინფორმაციები